წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება
ექსპერტიზის ბიუროდან ვერეს ხეობაში გარდაცვლილი ინდირა ზარანდია საკუთარ სახლში, ხობში გადაასვენეს. შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ეძენებ მის დას – ლიზა ზარანდიას და მათთან ერთად კიდევ ერთ დაკარგულს – სერგო კაპანაძეს.
ამ წუთებში ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები. ისინი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან. აქვე იმყოფებიან გუშინ ნაპოვნი გარდაცვლილის – მარიამ ქუთელიას ახლობლებიც. გარდაცვლილი ქუთელიას ახლობლების თქმით, მარიამ ქუთელია გუშინ ვერეს ხეობაში იპოვეს. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ივლიტა ჯიბუტიც, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზა თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილ 12 პირს ამ დრომდე უტარდება.