სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაზარალებულთა დასახმარებლად 50000 ლარს გადარიცხავს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაზარალებულთა დასახმარებლად 50000 ლარს გადარიცხავს – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე წყვეტს ყველა დაგეგმილ მივლინებას.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და უწყების ბიუჯეტიდან 50000 ლარს მიმართავს დაზარალებულთა დასახმარებლად. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დიდი ნაწილი ჩართულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ამ კვირის განმავლობაში ყველა აუდიროტული საქმიანობა დროებით შეაჩერებს აუდიტის ობიექტებზე მუშაობას. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანაშრომლები მოხალისეებად არიან ჩართულნი სტიქიის შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებში“, – განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.