მელიქიშვილის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის ჩანგრეული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული არ არის. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები. ამის შესახებ “კვირას” შსს-დან აცნობეს.
წუხელ მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზის მცირე ნაწილი ჩაინგრა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩანგრეული მონაკვეთი სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. საავტომობილო მოძრაობას პრობლემები არ შექმნია.
ცნობისთვის: დედაქალაქში მოსულმა უხვა ნალექმა ქალაქის ინფრასტრუქტურას პრობლემები შეუქმნა და რამდენიმე ადგილას სავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა.