სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიასთან სიმბოლური მემორიალი მოეწყო

სვანიძის ქუჩაზე, სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიასთან სიმბოლური მემორიალი მოეწყო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, გლოვის დღესთან დაკავშირებით, პატივი მიაგო სტიქიის შედეგად დაღუპულებს და სიმბოლურად მოწყობილ მემორიალზე ყვავილები მიიტანა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები