„თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი განადგურებულია“
„თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი განადგურებული“- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილმა გააკეთა.
საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, თავშესაფრის 400 ცხოველიდან, ნახევარზე მეტი მდინარემ წაიღო.
„თავშესაფარში დაახლოებით 400 ცხოველი იყო, აქედან 14 მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი, 12 ძაღლი -წიქორიძის თავშესაფარში. დარჩენილები არიან ცხოველები, რომლებიც მიკედლებას საჭიროებენ. ნახევარზე მეტი ძაღლი მდინარემ წაიღო. ბევრი დაკარგულად ითვლება, ბევრის ცხედარი კი უკვე ნაპოვნია“,- აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.