ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა დროებით იკრძალება
საავატომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან, მარჯვენა გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.
„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 ივნისის დილის 10:00 სთ-დან 22 ივნისის დილის 10:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად“,-აღნიშნულია განცხადებაში.