ოთარ დანელია მოსახლეობას მოუწოდებს, მანქანებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელია მოსახლეობას მოუწოდებს, მანქანებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რათა სპეციალურ ავტომობილებს მიეცეთ საშუალება, რომ გმირთა მოედნის ტერიტორიიდან ნაგავი გაიტანონ.
„დაზუსტებული ზარალი არ არის, მაგრამ დიდია. ალბათ ასეულ მილონზეა საუბარი. სერიოზული ინფრასტრუქტურული ზარალი გვაქვს. არის აუნაზღაურებელი ზარალი. არის მსხვერპლი და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. მე მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეს არის უქმე დღე სწორედ იმიტომ, რომ მინიმუმადე იყოს ავტოსატრანსპორტო გადაადგილება ქალაქში. სატვირთოებს ხელი ეშლებათ. დაახლოებით ნახევარ საათამდე გაიზარდა თითო ტვირთმცლელის რეისის დრო, გამომდინარე გადატვირთული მოძრაობიდან. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, თუ არ არის აუცილებლობა, ნუ გადაადგილდებიან ავტოტრანსპორტით, რადგან ტექნიკის მუშაობას ხელი შევუწყოთ. ეს არის ჩემი თხოვნა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
გმირთა მოედნიე მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.