საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობას განაგრძობენ. როგორც „კვირას“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ისინი „წითელ ჯვარს“ და გაეროს უმაღლეს ლტოლვილთა კომისარიატს ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტვირთვა-გადანაწილებაში ეხმარებიან.
ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა პირველადი დახმარების ნივთებით, საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით სპეციალური ვერტმფრენი დატვირთეს, რომელიც ბეთანიასა და ახლდაბაში დაზარალებულებს მიაწოდეს.
მთელი დღის განმავლობაში საჯარო რეესტრის მენეჯმენტი და 100-მდე თანამშრომელი სტიქიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს.
„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიქიისგან გამოწვეულ შედეგებზე დროული რეაგირება და ერთად დგომა, რათა ქალაქი რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მწუხარებას გამოთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანთა ოჯახებს, რომლებიც წუხელ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ იმსხვერპლა“, -აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.
დედაქალაქის მერიის მოწოდებას სამაშველო სამუშაოებში ჩართვის შესახებ დღეს უამრავი მოხალისე გამოეხმაურა. სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს ყველა სსიპ.