ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას მიმართავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველი „ჯინო ფერედაისთან“ შენიშნეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „კვირას“ 112-ში განუცხადეს, ასეთი შეტყობინება აღნიშნულ სამსახურში არ შესულა.
აღნიშნული ინფორმაცია არც ზოოპარკის პრესსამსახურში დადასტურდა.
როგორც „კვირას“ ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა მზია შარაშენიძემ განუცხადა, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველი „ჯინო ფერედაისამდე“ ვერ მიაღწევდა, რადგან ამხელა მანძილს ცხოველი ვერ გაივლიდა.
ამასთან, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ნუ გაავრცელებენ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
„წარმოუდგენელია, რომ ცხოველს „ჯინო ფერედაისამდე“ მიეღწია. სანამ ამ მანძილამდე მივიდოდა, მას მოსახლეობა აუცილებლად შეხედავდა. ასევე, მინდა მოქალაქეებს მივმართო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ ამა თუ იმ ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველი შენიშნეს“, – განუცხადა “კვირას” მზია შარაშენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები