თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებით გადატვირთულია

თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დილიდან მგზავრებით გადატვირთულია. აღნიშნულის მიზეზი დედაქალაქის ქუჩებში გადატვირთული მოძრაობა და საცობებია. როგორც თბილისის მეტროპოლიტენში აცხადებენ, მგზავრთა რაოდენობა აშკარად მომატებულია და სადგურები შეუფერხებლად მუშაობს.
დედაქალაქში დილიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. სტიქიის შედეგად დაზიანებული და გადაკეტილი გზების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით საცობებია. თბილისის მერი დავით ნარმანია გზის ძირითადი ნაწილის გახსნას დღის ბოლოსთვის ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები