“თელასი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თელასი” თბილისის ცალკეულ უბნებზე ელექტრომომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“სტიქიის შედეგად დაზიანებული მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე – “ვერა1” და “ვერა 2” აღდგენითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
01.30 საათისთვის მოხერხდა “ვერა 1”-ის მთლიანად აღდგენა, ხოლო “ვერა 2″-ზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონების 22 000-მდე მომხმარებელს ამ დროისათვის ელექტროენერგია დროებითი სქემის საშუალებით სრულად მიეწოდებათ.
კომპანიის ტექნიკური სამსახური მობილიზებულია და აწარმოებს ინტენსიურ სამუშაოებს ავარიის ლიკვიდაციისათვის”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები