დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება
დღეს, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება. საპატრიარქოს ცნობით, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის უკვდავსაყოფად პანაშვიდს, შემდგომ კი, სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდიან.
პანაშვიდსა და პარაკლისს სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღდ გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ გამოსცა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას თბილისში 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 20-ზე მეტ მოქალაქეს კი, ამ დრომდე ეძებენ.