იუსტიციის მინისტრი ახალდაბაში იმყოფება
იუსტიციის მინისტრმა სოფელ ახალდაბაში ჩაქცეული გზის იქით დარჩენილი მოსახლეობა მოინახულა. თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაფრინდა. მთავრობის წევრებმა დაზარალებულებს პირველადი საჭიროების საგნები, საკვები და წყალი ჩაუტანეს.