სამებაში ხვალ პატრიარქი სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 15 ივნისს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად დაესწრება.
ყოვლადწმინდა სამების ტაძარში პანაშვიდი 12:00 საათზე დაიწყება.