50 000 ლარი და 10 000 ლიტრი საწვავი “სოკარისგან” დაზარალებულთა დასახმარებლად

კომპანია “სოკარი”  სტიქიის შედეგად  გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, “სოკარი” მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. “სოკარის” მიერ გამოყოფილ 10 000 ლიტრ საწვავს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ანაწილებს მობილიზებულ მძიმე ტექნიკაზე. “სოკარმა”  ასევე გამოყო 50 000 ლარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისელების დასახმარებლად.

კომპანიაში აქტიურად განიხილება დახმარების აღმოჩენის სხვა წინადადებებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები