„ჯი-პი-აი ჰოლდინგი” სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100 – მდე ადამიანს ავტომანქანის ზარალს აუნაზღაურებს

სადაზღევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი” სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100 – მდე ადამიანს ავტომანქანის ზარალს აუნაზღაურებს, – ამის შესახებ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ სტამბოლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სტიქიის დროს კომპანია საგანგებო რეჟიმში  13 ივნისის ღამესვე გადავიდა. სტამბოლიშვილის ინფორმაციით, მათ კომპანიაში დახმარებისთვის დაახლოებით 100 -მდე ადამიანმა დარეკა.

„წუხელ მთელი ღამის განმავლკობაში და დღეს დაახლოებით 100 -მდე პირმა დარეკა. კომპანია ყველა იმ პირს გაუწევს დახმარებას, ვისაც ჩვენს კომპანიაში ავტომანქანები და უძრავი ქონება ჰქონდა დაზღვეული. დაზარალებულებს შორის არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე კერძო მესაკუთრეები. კონკრეტულად საუბარია ერთ-ერთ მსხვილ საწარმოს უძრავ ქონებასა და მათ კუთვნილ ავტომანანქანებზე“ , – აღნიშნა თინათინ სტამბოლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები