ინდირა ზარანდია ილიას სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო
სტიქიის შედეგად, დაღუპული ინდირა ზარანდია ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია – ამის შესახებ ინფორმაციას სასწავლო დაწესებულება ავრცელებს.
“ინდირა ზარანდია უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ინდირა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ასევე, ვუსამძიმრებთ ყველა დაღუპულის ახლობლებს”, – აღნიშნულია ილიას უნივერსიტეტის განცხადებაში.