მიხეილ გიორგაძე: თბილისში სტიქიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა
თბილისში სტიქიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა, – ამის შესახებ საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მცირედი პრობლემებია კინომსახიობთა თეატრში, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შენობასა და თეატრალურ უნივერსიტეტში, თუმცა ისინი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება.