მთავრობის განკარგულებით თბილისის მერიას 10 მილიონი ლარი გამოეყოფა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით თბილისის მერიას მიმდინარე სამუშაოების დაფინანსებისთვის 10 მილიონი ლარი გამოეყოფა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობის განკარგულება მომზადებულია. მას პრემიერი დღეს მოაწერს ხელს.

“საქართველოს მთავრობის განკარგულება არის მომზადებული. მე დღეს მოვაწერ ხელს ამ განცხადებას. კერძოდ, საქმე ეხება 10 მილიონი ლარის გამოყოფას თბილისის მერიისთვის იმისთვის, რომ მიმდინარე სამუშაოები დაფინანსდეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მინისტრებს დავალებები მისცა. მისი განცხადებით, თბილისში დაზარალებული არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

„მოხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზაცია მოსახლეობის დასახმარებლად. მე მინდა მოგმართოთ მინისტრებს და ყველას დაგავალოთ, რომ არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს თბილისში ყურადღების გარეშე. ყველა ოჯახის პრობლემა აღვწეროთ, დავითვალოთ დეტალურად მათი ზარალი და ყველას მაქსიმალური დახმარება უნდა გავუწიოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები