ირაკლი ღარიბაშვილი: ალექსანდრე რონდელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების გამორჩეული მეცნიერის, ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ალექსანდრე რონდელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მეცნიერის, პოლიტოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო.

ალექსანდრე რონდელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის. მან მრავალი თაობა აღუზარდა ქვეყანას, სტუდენტებს დასავლური ღირებულებებით ზრდიდა, თვითონაც დასავლური კურსის ერთგული და ჭეშმარიტად პატრიოტი მოღვაწე იყო. ალექსანდრე რონდელის ლექციები გამორჩეულად საინტერესო იყო, რასაც კიდევ უფრო აძლიერებდა მისი პიროვნული ხიბლი, პროგრესული აზროვნება.

თანავუგრძნობ ალექსანდრე რონდელის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, მის სტუდენტებსა და აღზრდილებს“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები