ესპანეთში 430 ათასი წლის წინ მოკლული ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს
ესპანელმა მეცნიერებმა ისტორიაში უძველესი მკვლელობა გახსნეს. არქეოლოგებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, ე.წ. ძვლების ორმოში 430 ათასი წლის წინ მოკლული ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს. მეცნიერების დასკვნის მიხედვით, ეს ადამიანი რამდენიმე დარტყმით იყო მოკლული, რადგანაც თავის ქალა ორ ადგილას არის დაზიანებული. მთლიანად ამ სამარხში 28 ადამიანის ძვლებია აღმოჩენილი. ამჟამად მათი შესწავლა გრძელდება. „რაც უფრო შორს მივდივართ ადამიანის ისტორული განვიათარების შესწავლაში, მით უფრო მეტ მტკიცებულებას ვპოულობთ, რომ ცივილიზაციის პროცესი თავიდანვე ძალადობას შეიცავდა“, – აცხადებს ნევადის შტატის უნივერსიტეტის ანტროპოლოგი დებრა მარტინი.