თბილისის მერიას, საკრებულოსა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიას, საკრებულოსა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ, საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა მარიამ დვალიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს დედაქალაქში კულტურული მეწარმეობის განვითარებას, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული მეწარმეების ხელშეწყობას და მათთვის საქმიანობის გამარტივებას.
ამ მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ.
მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოში მოეწერა. საკრებულოს დარბაზში, ასევე, გაიმართა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პრეზენტაცია.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრო.