ირაკლი ღარიბაშვილი გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ გივი ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. პრემიერი მსახიობს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და წარმატებებს უსურვებს.
„დიდ ქართველ მსახიობს გივი ბერიკაშვილს ვულოცავ დაბადების დღეს. ბატონი გივი ერთ-ერთი უპირველესია იმ მცირერიცხოვან მსახიობთა შორის, რომელმაც გამოჩენისთანავე მოიპოვა მაყურებლის აღიარება და გულწფელი სიყვარული. სწორედ მისი გმირების კეთილი და უშუალო სახეების გამო მიიღო და შეიყვარა იგი ხალხმა. გივი ბერიკაშვილის ნიჭისა და მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია ისიც, რომ იგი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს და მისგან კვლავაც ელოდებიან ახალ როლებს. ვუსურვებ ჩვენს სახელოვან მსახიობს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და წარმატებებს“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვის წერილში.