გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის ორგანიზებული გამოცდის შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის 8 სექტემბერს ორგანიზებული გამოცდის შედეგებს აქვეყნებს.

მათი ცნობით, შედეგების ნახვა შესაძლებელია იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.

“გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64)”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები