“სამწუხაროა, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც, დიპლომატიის ნაცვლად, პოლარიზაციის აღტკინებით არის დაკავებული“ – იონათამიშვილი
„ახლა, როდესაც წინასაარჩევნო პროცესები მიმდინარეობს, ეს კონკრეტული პიროვნება [პიტერ ფიშერი] უხეშად არღვევს საერთაშორისო პრინციპებს და ისევ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
ის გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებებს ეხმაურება.
“სამწუხაროა, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც, დიპლომატიის ნაცვლად, პოლარიზაციის აღტკინებით არის დაკავებული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ესაუბრა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს, გიუნტერ კრიხბაუმს და ის შეშფოთებულია საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით.