არჩილ გორდულაძე: კეთილი ინებოს ფიშერმა და როგორც გერმანელს, ღირსეულ ადამიანს და ერს შეეფერება, ახლა მაინც თქვას, რომ ნაციზმი საქართველოში ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც გერმანიაში
„ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, „- ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის შესახებ განაცხადა.
„გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით. გამოვიდეს ეს ადამიანი, კეთილი ინებოს და მაგალითად, გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ე.წ. აქცია და რეალურად პროვოკაცია როგორ იგეგმებოდა – პირდაპირ ჯგუფებში წერდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა დავიჭიროთ, დავაბათ, წარწერები გავუკეთოთ, საღებავები შევასხათო. კეთილი ინებოს [ელჩმა] და როგორც გერმანელს, ღირსეულ ადამიანს და ერს შეეფერება, ახლა მაინც თქვას, რომ ნაციზმი საქართველოში ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც გერმანიაში”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს მის მიმართ, როგორც ელჩისადმი. ელჩი ასევე წერს, რომ გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, რომ მან ეს საჯაროდ განაცხადა, ხოლო საპირისპიროს მტკიცება არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება.