არჩილ გორდულაძე: „დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი

„დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინელებები. საკუთარი სამშობლოს დასასმენად არიან ჩასულები,“ – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თინა ხიდაშელი, რომელიც ახლა საქართველოს წინააღმდეგ დასასმენად მიდის ჰელსინკის კომისიაში, ტაივანის ერთი ჩვეულებრივი გავლენის აგენტია.

„თინა ხიდაშელი, რომელიც ახლა საქართველოს წინააღმდეგ დასასმენად მიდის ჰელსინკის კომისიაში, ტაივანის ერთი ჩვეულებრივი გავლენის აგენტია, რომელიც ისევ და ისევ ჩინეთის გაშავებისთვის იღებს ფულს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ვუფრთხილდებით ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც არის ხელშესახები უმოკლეს ვადაში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როგორც ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც სამწუხაროდ არ გვხვდება აშშ-სთან“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ვაშინგტონში მოსმენა გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ მოწმეები კი, სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან. ჯო უილსონი და მისი მოკავშირეები წერენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები