იონათამიშვილი – კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე: მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი

„ჩვენ ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია და ეს არის სწორედაც უსამშობლო ადამიანების სახე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილი კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

“მათ დაუკვეთეს სიძულვილი. ისინი ამ სიძულვილის გამოფრქვევისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები