ქუთაისში მეხი ჩამოვარდა და მრავალსართულიან კორპუსს დაეცა
ქუთაისში, ბუხაიძის N19-ში გვიან ღამით მეხი ჩამოვარდა და მრავალსართულიან კორპუსს დაეცა.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მცხოვრებლების ცნობით, მეხი სახურავზე ლიფტის შახტის ჯიხურს დაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.