“არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ,“ – ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მცდელობა, რომ შიგნით, ჩვენთან პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ რაღაცნაირად გაამართლონ რადიკალური ქმედებები.
„არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და ამ ორ დიდ სახელმწიფოს შორის საჯილდაო ქვად აქციონ. მაშინ, როდესაც აშშ-ი თავად ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აცხადებს ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ამ დროს ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს მცირე, მაგრამ მაინც, სავაჭრო ურთიერთობები გამოაცხადონ დიდ გეოპოლიტიკურ პრობლემად. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მცდელობა, რომ შიგნით, ჩვენთან პოლიტიკური დღის წესრიგი რომ რაღაცნაირად გაამართლონ რადიკალური ქმედებები“, – აღნიშნა მახაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ჰელსინკის კომისია აღარ მალავს და ცნობილია, რომ საქართველოში მათთვის მთავარი პრობლემა ჩინური ინვესტიციებია. დღეს ვაშინგტონში მოსმენა გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ მოწმეები კი, სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი არიან. ჯო უილსონი და მისი მოკავშირეები წერენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით.