მახაშვილი – ეუთო/ოდირზე: იყო მოლოდინი, რომ, ზეწოლით თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე

“იყო მოლოდინი, რომ, ზეწოლით თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო/ოდირზე საუბრისას განაცხადა.

უფრო ზუსტად, ის გამოეხმაურა ფაქტს, რომ ეუთო/ოდირი საქართველოს არჩევნებზე დაკვირვებაზე უარს ეუბნება და მიზეზად ვადებს ასახელებს, თუმცა, ირაკლი კობახიძემ სადამკვირვებლო მისია არჩევნებამდე მთელი 4 კვირით ადრე მოიწვია.

„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მათი [ეუთო/ოდირის] ძირითადი სამიზნე, როგორც ჩანს, არის ხოლმე საპარლამენტო არჩევნები. ამით არ განისაზღვრება რა თქმა უნდა არჩევნების ბედი. არჩევნები ჩვეულებრივად შედგება და ჩატარდება მშვიდ, ცივილურ გარემოში. მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას. რაც შეეხება ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანია. შესაძლოა რაღაც ზეწოლაც არსებობდა, რისი ვარაუდიც გვქონდა და ფაქტებიც არაერთი გვინახავს წარსულში. იყო მოლოდინი, რომ ზეწოლით, თუ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ისინი უარს იტყოდნენ ჩამოსვლაზე“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები