ბრატისლავაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს

ბრატისლავაში სამშენებლო სამუშაოების დროს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს.

ქალაქის პოლიციის განცხადებით, სამშაბათს, 9 სექტემბერს, დილით, მის გასანეიტრალებლად ახლომდებარე შენობების ევაკუაცია იგეგმება.

„დღეს, პოლიციამ ლანდერეროვა-ჩულენოვას ქუჩებთან ახლოს, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ შეტყობინება მიიღო“, – ნათქვამია პოლიციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, ადგილზე მისულმა პიროტექნიკოსმა დაადგინა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500 ფუნტიანი (დაახლოებით 230 კილოგრამი) საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს.

„პოლიცია… ემზადება მიმდებარე [აღმოჩენის ადგილის] შენობების ევაკუაციისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები