“მეორე დღეა, თვალყურს ვადევნებთ, პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს, რათა დაიდგას კონკრეტული სცენები” – წილოსანი

“უკვე მეორე დღეა, თვალყურს ვადევნებთ, ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრივი და დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ის „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ჩვენ დავინახეთ როგორი აგრესიულები იყვნენ მეორე დღესაც, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური იყო გაკეთებული, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ აყოლოდნენ ამ პროვოკაცია, მაგრამ ვნახეთ, რომ როდესაც დააკლდათ დაპირისპირება, უკვე ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე გადავიდნენ. ჩვენ ვნახეთ ორი ქალი, ერთი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიონალურად ემსახურებოდა თავის საქმიანობას და მეორე აგრესიული, მოძალადე აქციის მონაწილე, რომელიც კარგად აჩვენებდა ამ აქციის სახეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები