„კავეა“ – კინო უნდა ნახო აქ
ახალი კინოთეატრი და „შეშლილი მაქსის“ მსოფლიო პრემიერა
14 მაისს, 20:00 საათზე, კინოთეატრ “კავეაში” პირველი პრემიერა გაიმართება და ახალი 5-დარბაზიანი კინოთეატრი ოფიციალურად გაიხსნება. საქართველოს კინოთეატრებიდან მსოფლიო პრემიერას მხოლოდ “კავეა” შეუერთდება და “მედ მაქსის” ჩვენება, მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, საგანგებოდ პრემიერისთვის მომზადებული შთამბეჭდავი დეკორაციების თანხლებით გაიმართება.
ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარტი და შარლიზ ტერონი ასრულებენ. მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი „ოსკაროსანი“ ჯორჯ მილერია და მისი ნახვის შესაძლებლობა 3D ფორმატშია შესაძლებელი.
„თბილისი მოლის“ მე-3 სართულზე ახალი, თანამედროვე 5- დარბაზიანი კინოთეატრი “კავეა”აღჭურვილია ხმის და გამოსახულების (პროექციის) ულტრათანამედროვე სისტემით/აპარატურით, რაც განაპირობებს კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს.
“კავეაში“ კინომოყვარულებისთვის ფილმების ყველაზე დიდი არჩევანი იქნება. მხოლოდ 2015 წელს 20 მსოფლიო პრემიერა იგეგმება, როგორც ჰოლივუდის ბლოკბასტერები და თანამედროვე საავტორო/დამოუკიდებელი ფილმები. “კავეას” 5 დარბაზი 753 მაყურებელზეა გათვლილი. კინოჩვენებები ყოველდღე – დღის 12 სთ-დან ღამის 10 საათის ჩათვლით გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ „კავეაში“ მოსულ მაყურებელს პარკინგის პრობლემა არ შეექმნება, ვინაიდან „თბილისი მოლიში“, სადაც ახალი კინოთეატრი მდებარეობს, 2700 მანქანაზე გათვლილი უფასო და კომფორტული პარკინგია.
კომპანია “CAVEA CINEMA” 2015 წელს კიდევ ერთი ახალი კინოთეატრის (CAVEA IMAX) გახსნას გეგმავს თბილისში, ხოლო 2016 წელს 2 ულტრათანამედროვე კინოთეატრის გახსნაა დაგეგმილი.
R