„პირს, ვინც ხარძიანი მოკლა, იმ დღეს ჯონი გიგანის ლიკვიდაციაც სურდა“

„უფლებათადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, პირს, ვინც ხარძიანი მოკლა, იმ დღეს ჯონი გიგანის ლიკვიდაციაც სურდა. ამის შესახებ მჟავანაძე გაზეთ “ალიასთან“ საუბარში აცხადებს.
„სულ ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია და ამ ინფორმაციას თქვენთან პირველად ვაჟღერებ, რომ ამ მკვლელს, ვინც ხარძიანი მოკლა, სურდა იმ დღეს ჯონი გიგანის ლიკვიდაციაც. ეს მოტოციკლეტისტი ტრიალებდა გიგანის ოფისთან, „მორკინალთან“, ეს ვიდეოთვალითაა დაფიქსირებული, ეს პირი იქიდან გაიქცა და იგი ვერ დააკავეს. ჩემი ინფორმაციით, არათუ ფოტორობოტი, მისი ფოტოც აქვს პოლიციას“,- განაცხადა მჟავანაძემ „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები