პორტუგალიამ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პორტუგალიის რესპუბლიკის ნაციონალურმა ასამბლეამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დოკუმენტი პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მიიღეს. სარატიფიკაციო დოკუმენტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
„პორტუგალიასაქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანაა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პორტუგალიამ გააკეთა არაერთი მხარდამჭერი განცხადება, მათ შორის დაგმო რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროპისკენ, ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ”, – განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები