დაჩი ცაგურია: ბესოს არაერთხელ უთქვამს, ვიცი, მომკლავენო, კარგად რომ იცნობდა უდესიანს, იმიტომ ჰქონდა ეჭვი

ბესოს ბოლო დროს არაერთხელ უთქვამს, ვიცი, მომკლავენო. მაინც არ ჩერდებოდა, კარგად რომ იცნობდა უდესიანს. იმიტომ ჰქონდა ეჭვი, – აღნიშნული განცხადება ბესო ხარძიანის მეგობარმა დაჩი ცაგურიამ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, სწორედ უდესიანი იყო ხარძიანის მტერი. ადამიანი, ვისი დაკვეთითაც ხარძიანი ციხეში აწამეს.
„მე ბესოს ერთადერთი მტერი ვიცი – გია უდესიანი, რომელმაც არაერთხელ გაიმატა სასიკვდილოდ. ჯერ იყო და უდესიანის დამსახურებით მოხვდა ციხეში, შემდეგ კი იქ მისი შეკვეთით აწამეს. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ციხეშივე მოკლავდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა ბესო. ღვთის წყალობით გამოვიდა და დაიწყო ბრძოლა მისი უფლებების აღსადგენად.
სასამართლო რამდენიმე ინსტანციაში მოიგო. იბრუნებდა ქონებას და აგერ მოკლეს. 2011 წელს, როდესაც მე და ჩემს მეგობრებს გია უდესიანის სახლის წინ აქცია – “აქ ცხოვრობს ჯალათი” გვქონდა, იმავე ღამით ზონდერები დაგვხვდნენ. პირადად, მე როდესაც ბეთანიაში მეგობრის აგარაკზე მივდიოდი, მაგრამ გადავრჩი, გაქცევა მოვახერხე. მიუხედავად ბესოს საქმეზე უამრავი მტკიცებულებისა, არავინ დაუჭერიათ. კარგად რომ გამოიძიონ, 30 კაცი მაინც იქნება პასუხისგებაში მისაცემი”,-აცხადებს ცაგურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები