შორენა შარიქაძე – თუ გაითვალისწინებ წინა ნამუშევრებში დაშვებულ შეცდომებს, ყოველი შემდეგი უკეთესი იქნება

მისი ხელები ქართულ უძველეს ხელოვნებას, ტიხრულ მინანქარს აცოცხლებს. შორენა შარიქაძის ნამუშევრებს, მინანქრისთვის დამახასიათებელი ფერთა სიუხვის სიღრმისეული გამჭვირვალობის გარდა, საოცარი ფერთა შერწყმა, სილამაზის შეგრძნება და ინდივიდუალიზმი ახასიათებს. ეს სწორედ ის ხელწერაა, რომლიც მას სხვა ოსტატებისგან გამოარჩევს. მინდა მინანქარი ისეთივე პოპულარული და ცნობილი იყოს სხვა ქვეყნებში, როგორც იტალიური მურანოს მინის სამკაულები თუ აქსესუარები. საბოლოოდ, ჩემი ყველა გეგმა აქეთკენ მიმყავს, შეძლებისდაგვარად“, –  საკუთარ  თავზე და  დასახულ  გეგმებზე  შორენა შარიქაძე თავად გვიამბობს.

როდის  დაინტერესდით  ტიხრული მინანქრის ხელოვნებით?11051292_943698092331038_182448425_n

მამა – გოჩა შარიქაძე მხატვარია, დედა – ლალი მდივნიშვილი პროფესიით ფილოლოგი გახლავთ.  წლებია  ისინი  ამ ხელოვნებით არიან დაკავებული.  პირველად ტიხრული მინანქრით დავინტერესდი 15-16 წლის ასაკში, როცა ვუყურებდი, როგორ მუშობდნენ ჩემი მშობლები.  მართალია, იმ დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ეს სფერო ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.  გამიჩნდა ინტერესი, გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა ვერ წარმომედგინა, რომ შევძლებდი ისეთი სამკაულის გაკეთებას, რომლის შეძენის სურვილიც ვინმეს გაუჩნდებოდა.
დროთა განმავლობაში,  ხელი დამეხვეწა, ტიხრებისთვის ფორმის მიცემა აღარ მიჭირდა,  მშობლების დახმარებითა და ბევრი შრომით საოცარ შედეგს მივაღწიე.   ფერთა შეხამება და  ჩემი  ნამუშევარი ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებდა.
დამწყებისთვის მნიშვნელოვანია, ცდა არ დააკლო და დაწყებული ნამუშევარი ბოლომდე მიიყვანო.  თუ გაითვალისწინებ წინა ნამუშევრებში  დაშვებულ შეცდომებს,  ყოველი შემდეგი უკეთესი და უკეთესი  იქნება.

პროფესიის შესახებ…11081585_943698082331039_1752929389_n

სკოლის დამთავრებისას,  პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. გადავწყვიტე, მინანქარი აღარ ყოფილიყო ჩემთვის მხოლოდ ჰობი.  გადავწყვიტე, მთავარ  საქმიანობად მექცია. ასე  ნელნელა ჩამოვყალიბდი თვითნასწავლ და თვითდასაქმებულ ხელოვანად.  დღეს ჩემი ნამუშევრები ოცამდე სხვადასხვა მაღაზიასა თუ სამხატვრო გალერეაშია წარმოდგენილი და  მუდმივად ვზრუნავ თვითგანვითარებაზე.

საკმაოდ ძვირიანი ხელოვნებაა.  საიუველირო საქმე, ფერები,  მოგეხსენებათ, საავტორო  ნამუშევრები ასე ადვილად არ იყიდება. ამიტომ ხშირად ე.წ.ლიტიოს,  ყალიბში  ჩამოსასხმელ სამინანქრე  ფორმებს  იყენებენ .თქვენ რას ირჩევთ?

მართალი ხართ, ხელნაკეთი სამკაული ძალიან ძვირად ფასობს,  ყალიბში ჩამოსხმული სამინანქრე ფორმები ამცირებს საიუველირო ხარჯებს. მართალია, ამ ფორმებით ბევრი სხვადასხვა ავტორი სარგებლობს, მაგრამ ყველას მისთვის დამახასიათებელი ხელწერა აქვს, ამიტომ  ყველა სამკაული ერთმანეთისგან განსხვავებულია.თუმცა, ეს არაა ჩემი მუშაობის ერთადერთი მიმართულება და რამდენჯერმე  გამიკეთებია ინდივიდუალურ ფორმაში სამაჯური, ყელსაბამი, ბეჭდები ნატურალური თვლებით… სამომავლოდ ვაპირებ, შევქმნა მეტი საავტორო ნამუშევარი.11084610_943698062331041_1313122455_n

უფელის ღუმელი გიადვილდებ მუშაობა თუფუსფუსათი ? „ფუსფუსას“  მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ, თუ ერთი-ორი სამკაულის მოკლე დროში  დასრულებას  ვაპირებ.  უკვე ექვსი წელია ვმუშაობ და  რა თქმა უნდა, მაქვს „მუფელის ღუმელი“ და ყველა ის აუცილებელი ხელსაწყო, რომელიც საჭიროა.

ფერებს როგორ ირჩევთ?

მე მჯერა ფერების ფსიქოლოგიის, რომ ფერებს გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენზე და ამიტომაა, რომ ზოგი ფერი მეტად მოგვწონს, ზოგი ნაკლებად.  მე მაგალითად, ყვითელი და სტაფილოსფერი კარგ განწყობაზე მაყენებს, ამიტომ ჩემი სამკაულების დიდ ნაწილში ნახავთ მკვეთრ და ნათელ ფერებს.
ასევე ძალიან მიყვარს კონტრასტული ფერების  ერთად გამოყენება, ეს  მეხმარება იმაში, რომ სამკაული არ იყოს უფერული და მოსაწყენი…
ზაფხულმა  გამიჩინა სურვილი, ნეონის ფერებით მემუშავა და ერთ-ერთი დიდი ადგილი ჩემ ფერებში უკავია მკვეთრ სტაფილოსფერს, ფოსფორისფერს, ყვითელს. მე ძალიან მომწონს ეს ცოცხალი ფერები.

შთაგონების წყარო…11082865_943698008997713_1078457874_n

ნებისმიერი რამე შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა მომწონებია მუსიკა და მომნდომებია მუსიკის განწყობის ნამუშევარში გადმოტანა.
შემოდგომა, მისთვის დამახასიათებელი მდიდრული ფერთა პალიტრით მექცა შთაგონების  წყაროდ და  სამკაულების ერთი ნაკრები მხოლოდ შემოდგომის ფერებში გავაკეთე: ყავისფერ, ყვითელ, მოწითალო ფერებში…

არტ ბაზარი… ამბობენ უცხოელები მეტად ინტერესდებიან.

როგორც უკვე გითხარით, ჩემი სამკაულები ყალიბში ჩამოსხმულ ფორმებში კეთდება, ამის გამო  ხელმისაწვდომია სამკაულების მოყვარულებისათვის, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. ძველი თბილისის მაღაზიებშია ძირითადად ჩემი სამკაულები და ქართული სუვენირის სახით ბევრ ტურისტს შეუძენია.
ზოგ უცხოელს სმენია მინანქრის შესახებ და საზღვარგარეთიდან დამკავშირებია, აქ არ არის ასეთი სილამაზე და როგორ შემიძლია, რომ შევიძინოო. მე მაქვს გაგზავნის  სერვისიც და ძალიან მიხარია, რომ ესტონეთში, ყაზახეთში, მოსკოვში, კიევში, აზერბაიჯანში შეუძენიათ ჩემი მინანქრის სამკაული. ძალიან მიხარია, რომ მათთვის უკვე უცხო არ არის და იციან, რამხელა შრომაა ჩადებული თითოეული მათგანის დამზადებაში.
გასულ წელს სახელოსნოში  მყავდა უკრაინელი ტურისტების ჯგუფი, რომლებსაც აინტერესებდათ ენახათ სამკაულის შექმნის პროცესი. მათ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ნახევარი დღის მუშაობის შემდეგ მხოლოდ მინანქარი გვქონდა  დასრულებული და ჯერ კიდევ წინ გვქონდა ვერცხლის დამუშავება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?11076879_943698105664370_1339032340_n

მიმიღია მონაწილეობა რამდენიმე საქველმოქმედო გამოფენაში, თუმცა პერსონალური გამოფენის მოწყობას  სხვანაირი მომზადება სჭირდება. ვფიქრობ, ამის დრო  აუცილბლად მოვა. სამომავლოდ,  ყველაზე მეტად, საკუთარი საგამოფენო სივრცის შექმნაზე ვფიქრობ. შეიძლება არ იყოს ძალიან დიდი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ერთ სივრცეში ვიხილო  სხვადასხვა ხელწერის ნამუშევრები, ხელი შევუწყო  ავტორებს, წარმოადგინონ თავიანთი შემოქმედება. ეს ხომ ჩვენი თანამედროვე კულტურის პოპულარიზაცია იქნება, და რაც უფრო კარგად წარმოვაჩენთ ჩვენს ხელოვნებას, ხომ მეტი ინტერესი გაუჩნდებათ ჩვენი ქვეყნისადმი.
მინდა მინანქარი ისეთივე პოპულარული და ცნობილი იყოს სხვა ქვეყნებში, როგორც იტალიური მურანოს მინის სამკაულები თუ აქსესუარები. საბოლოოდ, ჩემი ყველა გეგმა აქეთკენ მიმყავს, შეძლებისდაგვარად.

ირმა მირზაშვილი

11072263_943698032331044_1390399353_n

11077587_943698108997703_1577551786_n

11081807_943698125664368_82495444_n

11082865_943698008997713_1078457874_n

10807866_943703032330544_1084818727_n

11072210_943703015663879_336234292_n

11072368_943703065663874_1317750559_n

11076042_943703022330545_64878403_n

11080151_943703075663873_1896102693_n

11086591_943703078997206_549900072_o

11081513_943705605663620_1922076039_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები