გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამგორის რაიონში, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„მთავრობის თავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, ჩასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და დევნილ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, ჩასახლებაში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ და დევნილებისგან საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025-2026 წლებში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა. ჩატარდა კორპუსის გაზიფიცირება, ლიფტის განახლება, მოპირკეთდა ფასადები და გადაიხურა სახურავი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.