რა ხდება კრემლში – ვახტანგ მაისაია “კვირასთან“ პუტინის გაუჩინარების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთში მიმდინარე მოვლენებს “კვირასთან“ აფასებს. ვახტანგ მაისია რუსეთის ფედერაციაში შქმნილ ვითარებას რთულს უწოდებს. ექსპერტის შეფასებით, მოსკოვში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ბოლო დღეების მონიტორინგი იძლევა იმის თქმის საშუალებას, თუნდაც ვარაუდის დონეზე, რომ კრემლში მიმდინარეობს სასახლის პოლიტიკური გადატრიალება, ან უკვე მოხდა, ან იყო ამის მცდელობა და სულ რაღაც ორ დღეში სიტუაცია უფრო ნათელი გახდება.
რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ავად არის, ან გარდაიცვალა, მაისაიას შეფასებით, ეს წარმოადგენს პრიმიტიულ პოლიტტექნოლოგიურ კომბინაციას, რომ შეინიღბოს ის პროცესები, რომელსაც, როგორც ჩანს, ადგილი აქვს რუსეთის აჟამინდელ “პოლიტიკურ ვერტიკალის” კოორდინატთა სისტემაში.
„როგორც საუბარია კრემლის შიგნით არსებული შიდა კლანური ბრძოლის მასშტაბებზე, რომელმაც მიიღო დრამატული მოვლენები, და თუ გავიხსენებთ 1982 წლის ნოემბრის ამბებს, როცა მაშინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობაში ასევე განხორციელდა სასახლის ტიპის პოლიტიკური გადატრიალება, რომლის შედეგადაც “ჩეკისტურმა” კლანმა (ანდროპოვი-უსტინოვი-გრომიკო-ჩებრიკოვი) დაამარცხა11040343_353690858170437_700907593_n ე.წ. დნეპროპეტრივსკსის კლანი (შჩოლოკოვი-ცვიგუნი-მედუნოვი). ასეთივე სცენარით ვითარდებოდა სიტუაცია ე.წ. გკჩპ-ს 1991 წლის აგვისტოს სამხედრო პუტჩის დროსაც – სრული გაურკვევლობა, ინფორმაციული არხების დახშობა, მცდარი ინფორმაციების “გაშვება” და სამხედრო ტექნიკის ერთეულების გადაადგილება მოსკოვის მიდამოებში. დაახლოებით ასეთივე პროცესები ერთი-ერთზე ხორციელდება დღეს მოსკოვში, სამხედრო ვერტმფრენების გახშირებული ფრენები, განსაკუთრებული სადაზვერვო პოლკი 45-ე მობილიზაცია და მათი განთავსება კრემლის მიდამოებში, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში – შინაგან სამინისტროს მაღალჩინისნების უცაბედი განთავისუფლებათა სერია. სავარაუდოდ, ელოდებიან თვით მინისტრის კოლოკოლცევის გადაყენებასაც, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სილოვიკევის კლანის წევრს (სეჩინი-პატრუშევი-ივანოვი ვიქტორი და არა სერგეი ივანოვი).
ამას გარდა, გახდა ცნობილი, რომ უქმდება ნარკოკორტროლის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც აკონტროლებდა ვიქტორ ივანოვი და დაიწყო ბრძოლა მეორე კლანთან ე.წ. პეტერბურგულ დაჯგუფებასთან (ალექსანდრე ივანოვი-დმიტრი მედვედევი-სერგეი შოიგუ-ვლადისლავ სურკოვი). როგორც ჩანს, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სიტუაცია დაიძაბა ამ კლანებს შორის, ხოლო მდგომარეობა გახდა უმართავი ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ ამ კლანური დაპირისპირების შედეგიც შეიძლება ყოფილიყო – “სილოვიკების” დაჯგუფებამ (პატრუშევი-კადიროვი-სეჩინი-ვიქტორ ივანოვი) გადაწყვიტა სადავეების ხელში აღება და კადიროვის დაჯგუფების წევრების მიერ ნემცოვის მკვლელობა შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი სიგნალი სასახლის ტიპის პოლიტიკური გადატრიალებისთვის, ისეთივე მოდელის, როგორც ეს მოხდა 1982 წლის ნოემბერში, მოსკოვში. პუტინმა გააუქმა ყველა მაღალი დონის მიღება, ოფიციალური ვიზიტი და, საერთოდ, გაერიდა მოსკოვს. როგორც ჩანს, მიდის საკმაოდ დიდი გადანაწილებები და არ არის გამორიცხული სამხედრო გადატრიალების სცენარის განვითარებაც. სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა “სამხრეთის” დაჯგუფების ქვედანაყოფები და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიებზე მიმდინარე არაგეგმური სამხედრო სწავლებების დაწყება, ასე უცებ დაკავშირებული საერთო საჯარისო და სახეობათა სრულ საბრძოლო მზადყოფნის ბრძანების გაცემასთან, სტარტეგიული სარდლობის დონეზე.
მოკლედ, სიტუაცია უკვე დაიძაბა კრემლში და ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ბრძოლა რომ იქნება დაუნდობელი და მაღალი ალბათობით სისხლიანიც კი, ეს უკვე მოჩანს საკმაოდ მკაფიოდ. დაველოდოთ მდგომარეობის განვითარების სცენარებს“, – განუცხადა “კვირას“ მაისაიამ.
აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი, სასწრაფო წესით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოუგუ, სამხედრო ოპერატიული-სტრატეგიულ სარდლობა “სამხრეთის” შტაბ-ბინაშია და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები