გიორგი სოსიაშვილი – ოპოზიციაზე: მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო
“მათ შორის განხეთქილება ლოგიკური დასასრული იყო ამ ფესვდოპოლიტიკური ძალების,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციაში დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა თავს იწონებენ გარეპატრონების წინაშე, რომ როგორღაც ფუნქცია შეინარჩუნონ და არ დაკარგონ თავიანთი ანაზღაურება, ესენი ჩვეულებრივი აგენტები არიან, ფულს იღებენ ამ ყველაფერში, მათ შორის მათ მიერვე დაგეგმილ პროვოკაციებში, მიტინგების ორგანიზებაში. ეს დაპირისპირება ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იყოფენ ამ თანხებს ანუ უნდათ, რომ თავიანთი გარეპატრონების წარმოსახვაში დარჩნენ, როგორც მათთვის სასურველი და ფუნქციის მქონე ადამიანები“, – განაცხადა სოსიაშვილმა.