ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის – მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო
“ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის,” – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.
„ისიც, დღეს რომ აღიარებენ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ნაწილი მაინც აღიარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არავისთვის არ უნდა ყოფილიყო რაღაც დაფარული ცოდნა, მაგრამ მაშინ იყო გარედან მოსული ასეთი დირექტივა, რომ გამოდიხართ გარეთ, დემოკრატიული უკუსვლა, რევოლუცია, გადატრიალება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.