ბესო უზნაძე – გვინდა ჩვენს კუთხესაც დაეტყოს სიკეთე, უზარმაზარი ტრადიციების ქალაქში, გარდა ლამაზი ფასადებისა, გაჩნდეს სამუშაო ადგილები

„ჯერ კიდევ პატარას მინდოდა ძველი სატახტო  ქალაქი ისეთივე ლამაზი მენახა, როგორიც თვალებდახუჭულს წარმომედგინა.  ისტორია მიყვარდა-მეთქი  ვახსენე. ტაო კლარჯეთსა და ბაგრატიონთა გვარზე ნაშრომიც  დავწერე. მომავალში დისერტაციის დაცვას ვაპირებ ამ თემაზე. ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩემს კვლევაში ისტორიულად ბაგრატიონები ტაოდან სწორედ  ქუთაისში მოდიან. ახლა ვრწმუნდები, რომ ბავშვობის ოცნებები უკვალოდ არ ქრება“, – ამბობს ბესო უზნაძე. 

ბესო, საკუთარ თავზე გვიამბეთ.11047258_939571532743694_918196142_n

თბილიში დავიბადე, ჭიათურაში გავიზარდე. პროფესიით იურისტი ვარ.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პარალელურად დავამთავრე ისტორიული ფაკულტეტი.  მოხდა ისე, რომ სხვა მიმართულებით წავედი, ბიზნესი ავირჩიე. თუმცა საკუთარი ქვეყნის ისტორიისადმი დიდი ინტერესით, ცოდნას გზადგზა ვიღრმავებდი. მამას სააქციო საზოგადოება ჰქონდა. ჯერ კიდევ სწავლის პეროიდში მასთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩაბმული მის საქმიანობაში. ძველი სატრანსპორტო გაერთიანება, რომელიც პრივატიზააციის პერიოდში შეისყიდა. შემდეგ გაფართოვა და კიდევ ახალი  საწარმო  სახელწოდებით „გიორგი“  შექმნა.  შ.პ.ს. „გიორგის“ ხელმძღვანელობა მე ჩამაბარა. ეს იყო მარგანეცის დამამზადებელი მინი ქარხანა, (ჩვენი პროდუქცია რუსეთსა და  ევროპის ქვეყნებში გადიოდა) რომელიც 2008 წლამდე ფუნქციონირებდა.  სწორედ ამან გამოიწვია ჩემი პროფესიული მიმართულების შეცვლაც.  მოგეხსენებათ ის წლები, იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რამაც  გარკვეულწილად  ჩვენს ბიზნესზეც იმოქმედა. აუცილებელი გახდა  ახალი გზის ძებნა.

სამშენებლო კომპანიის ჩამოაყალიბების იდეა საიდან გაჩნდა?

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი  ქუთაისში, ასევე წყალტუბოში  როცა ჩამოვდიოდით, სულ მომწონდა ძველი შენობები. დანგრეული სახლის ფასადებზე შემორჩენილი მოჩუქურთმებული,  ალაგ–ალაგ  მოვარაყებული ადგილები  თვალს  რომ ჭრიდა მნახველს. იდგა, როგორც „ნაშთი ძველი დიდებისა“, მისი ცქერისას  დავხუჭავდი თვალებს და  იმდროინდელ ცხოვრებაში ვმოგზაურობდი. გული მტკიოდა  ერთ დროს უძვირფასესად ნაგებ-შენობებს, დაქცეულს, გაპარტახებულს რომ ვხედავდი და შველა არ შემეძლო.  ჯერ კიდევ პატარას მინდოდა ძველი სატახტო  ქალაქი ისეთივე ლამაზი მენახა, როგორიც თვალებდახუჭულს წარმომედგინა.  ისტორია მიყვარდა-მეთქი  ვახსენე. ტაო-კლარჯეთსა და ბაგრატიონთა გვარზე ნაშრომიც  დავწერე. მომავალში დისერტაციის დაცვას ვაპირებ ამ თემაზე. ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩემს კვლევაში ისტორიულად ბაგრატიონები ტაოდან სწორედ  ქუთაისში მოდიან. ახლა ვრწმუნდები , რომ ბავშვობის ოცნებები უკვალოდ არ ქრება.

დასახული მიზნები დიდ  შრომას მოითხოვს…11047262_939571122743735_1571211811_n

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მუშაობას ადრეული ასაკიდან ვარ მიჩვეული. დედა 19 წლის ასაკში დავკარგე. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემი ოჯახისთვის. დავრჩით მამასთან მე და ჩემი და. დედა როცა ცოცხალი იყო, ჩვენს ოჯახში მუდამ შენება იყო. ორი სახლი საკუთარი ხელებით ააშენა მამაჩემმა.  მეც ყოველთვის ჩემი სამუშაო მქონდა ამ პროცესში.  ის  ძალიან მშრომელი, მიზანდასახული ადამიანი გახლავთ. დედა ძალიან უყვარდა. მის სიკვდილს ძალიან განიცდიდა, მაგრამ პატარა შვილები დარდს ავიწყებდა.  ფაქტობრივად, ამ ტრაგედიის შემდეგ მას დედის ფუნქციის შეთავსებაც უხდებოდა. ბევრი კარგი თვისება მაქვს მისგან შეძენილი, რომელიც ყოველთვის ძალიან მადგება.

„მინი ქალაქის“ იდეა როგორ გაჩნდა?

ჩემი ძალიან ახლობელი, სისხლი და ხორცი, შეიძლება ითქვას  ჩემი ძმა, საზღვარგარეთ მოღვაწეობს. მას  ბევრ  სხვა სიკეთეებთან ერთად  მინი ქალაქების მშენობლობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ასევე  საინვესტიციო კომპანიას  მართავს.  მეტად წარმატებული ადამიანია. მან იცოდა ჩემი შესაძლებლობები და საინტერესო საქმის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. ერთობლივი ძალებით განსახორციელებელი  პროექტი  მინი ქალაქის მშენებლობას  ითვალისწინებდა, რომელშიც ბევრ  თანამედროვე ტიპის  საცხოვრებელ სახლს,  მრავალპროფილიან სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს და სხვა გეგმასთან ერთად   მაღალი სტანდარტების  პატარა სტუდენტური ქალაქის მშენებლობას ისახავდა მიზნად.   თუმცა სად შეიძლებოდა განგვეხორციელებინა ეს  მაშტაბური პროექტი, ჯერ არ ვიცოდით.  მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა  დიდ ქალაქში,  კერძოდ თბილისში მეტ  შემოსავალს მოიტანდა,  თავისი მხარის სიყვარულმა დაძლია. გადაწყდა, ინვესტიცია პირველად საკუთარი კუთხის მშენებლობაში ჩაედო.  ჩვენი იდეები ერთმანეთს დაემთხვა და პროექტის განსახორციელებლად    ძველი სატახტო  ქალაქი, ქუთაისი ავირჩიეთ. ამ ყველაფერს მხოლოდ ფინანსური დაინტერესება როდი ჰქონდა. ჩვენი მიზანი იყო  კონკრეტულად  ქუთაისელებისთვის შეგვემატა რამე.  გვინდა ჩვენს კუთხესაც დაეტყოს სიკეთე . უზარმაზარი ტრადიციების ქალაქში, გარდა ლამაზი ფასადებისა,  გაჩნდეს სამუშაო ადგილები. იყოს კომფორტული გარემო, ადამიანებს ჩამოსვლა უხაროდეთ, სტუმარს ლამაზად დავხვდეთ, გავძლიერდეთ.  მეტად უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი  იყოს  სოფლებიდან ჩამოსული სტუდენტების  ცხოვრება.  სამომავლოდ,  ჭიათურაშიც ვგეგმავთ ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებას. ეს ცალკე თემაა, რასაც მოგვიანებით აუცილებლად მივუბრუნდები.

პარტნიორი როგორ აირჩიეთ?11063171_939571536077027_1954918598_n

ხანდახან ყველაფერი  ისე მიეწყობა ერთმანეთს, უფლის წყალობას ნათლად შეიგრძნობ.  სხვას ვერაფერს მივაწერ  ამ შემთხვევას.  მოულოდნელად ისეთ ადამიანებს შევხვდით, როგორსაც ვეძებდით.  საჭირო დროს ასეთ საჭირო ადამიანებთან შეხვედრამ  კიდევ უფრო  გაგვათამამა.
ყველაფერი ასე  დაიწყო: ერთ–ერთ  ტრადიციულ  სუფრაზე მეგობრებთან, ამ ქონების პატრონებთან ერთად აღმოვჩნდით და ჩვენი იდეა გავაჟღერეთ. მათი მოსაზრებები ჩვენსას დაემთხვა. მინი ქალაქის იდეა მათ ძალიან  მოეწონათ და  ასაშენებელ ადგილად საკუთარ მფლობელობაში მყოფი უზარმაზარი  ძველი ქარხნის ტერიტორია შემოგვთავაზეს. შეთანხმება შედგა.  საბჭოური პერიოდის  ქარხანა,  რომელიც  თავისდროზე  სხვადასხვა ტიპის საღებავებს ამზადებდა, ხელსაყრელი იმითაც აღმოჩნდა, რომ  მისასვლელი გზა,  კომუნიკაცია,  მართალია ძველი და აღსადგენი, მაგრამ  უკვე გამზადებული  იყო.  რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულ  დრომოჭმული  ქარხნის  ტერიტორიაზე  უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა. დაბინძურებული ტერიტორია გავწმინდეთ.

საიდან იწყებთ და და რატომ ?

დაქირავებული მუშახელი ენერგიული ხალხია ( მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება). პირველად მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრის გაკეთებას ვგეგმავთ, რომელიც  ყველა სახის სამშენებლო მასალების ბაზრობისთვის იქნება განკუთვნილი. სავაჭრო ცენტრი დააკმაყოფილებს 21-ე საუკუნის ყველა გამოწვევას.  ეს იქნება 15000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული 5600 კვადრატული  სავაჭრო ფართები.  პარკინგით, რაც ყველაგან პრობლემაა. აქ იქნება სპეც. ტექნიკის პარკინგი ასეულობით მანქანაზე. ასევე სრულად მოპირკეთებული  იქნება ბეტონით არა მარტო სავაჭრო ცენტრის  ტერიტორია, არამედ  მისასველელი გზებიც.  ტერიტორიაზე იქნება ინტერნეტი, კაფე-ბარები,  სრულიად თანამედროვე ტიპის სველი წერტილები,  სპეციალური სამსახური, რომელიც სავაჭრო ცენტრის სისუფთავეზე იზრუნებს.  ფართები უკვე  იყიდება, რათა მოვაჭრეებს მიეცეთ მეტი განვითარების შანსი იმ ფასად, რასაც ისინი ქირაში იხდიან.  ჩვენ მათ ვთავაზობთ, გახდნენ ბაზრის თანამფლობელები. ხოლო  მართვის სადავეებს  ვიტოვებთ . ფუნქციონირებას დაიწყებს  ცენტრის ადმინისტრაცია, რომელიც დაიცავს ყველა უსაფრთხოებას. აქ შესაძლებელია ყველა საჭირო პროდუქცია კომფორტულ გარემოში შეარჩიო და შეიძინო. დამატებით მომსახურებებზე აღარაფერს ვიტყვი. წვიმასა და ავდარში უკვე ქალბატონებიც  მაღალ ქუსლებზე  შეძლებენ  შეიძინონ ყველა ის პროდუქცია, რაც რემონტისთვის დასჭირდებათ და აქედანვე მიბრძანდნენ რესტორანში ისე, რომ ფეხი არ დაისველონ  (იღიმის). მაღაზიები შესაძენად  და შემდგომში უკვე  გასაქირავებლად ხელმისაწვდომი  იქნება.  ჩემი აზრით, ის ემიგრანტები, რომლებიც ქუთაისიდან არიან უცხოეთში გაბნეულნი და საკუთარ ნაშრომს ოჯახებში აგზავნიან, თუკი გახდებიან თანამფლობელები მათ ოჯახებს მუდმივად ექნებათ შემოსავალი. მათი დაბრუნების შემთხვევაში ისინი  საკუთარი  ბიზნესით  საკუთარ ქალაქში იქნებიან უზრუნველყოფილნი. ბევრი ასეთი ადამიანი  უკვე გამოთქვამს სურვილს და  დღიდითდღე  ეს რიცხვი გაიზრდება.

სტუდენტურ ქალაქზე რას გვეტყვით?1903236_939571276077053_2043832013_n

ცენტრის გარშემო  ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსების გვერდით გაშენდება სტუდენტური ქალაქი.  ქალაქთან ახლოს  მდებარე სტუდენტური ქალაქი რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის, ბევრად იაფი და კომფორტული იქნება. ჩვენ გვინდა მათთვის განკუთვნილი ბინები იყოს იაფი, მაგრამ ეს ყველაფერი  არ არის. ჩვენს გეგმებში შედის  მათი შიდა ტრანსპორტით უზრუნველყოფა  სხვადასხვა სასწავლებელში გადაადგილებისათვის. აქ სტუდენტი ყველანაირად იქნება დაცული.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სტუდენტს ბინა დაუჯდება იაფი და ექნებათ ბევრად კარგი პირობები.

რამდენი სასწავლებელია ქუთაიში?

ქუთაისის  აკაკი წერეთლის სასწავლებლის გარდა არის გეპეის ფილიალი. ასევე  მაღალი კლასის კომერციული სასწავლებლები.
სტუდქალაქ“ აშენდება  ძალიან მოქნილი პირობებით. ამის ადმინისტრირებას ვაპირებთ ჩვენ. შეიქმნება  სპეციალური დაცვის სამსახური, რომელიც  დაიცავს  სტუდენტურ ქალაქში მცხოვრები  თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებას. გარშემო  იქნება ბევრი საცხოვრებელი სახლი, ეკლესია. იგეგმება სასტუმროს აშენებაც. ეს ტერიტორია მთლიანად დასახლებულ პუნქტად გადაიქცევა. შეიქმნება  ქუთაისის ერთ–ერთი ულამაზესი უბანი. ეს ხელს შეუწყობს  თვითონ რეგიონის, ქალაქის გავითარებას.
სწორედ ასეთი  მრავალპროფილიანობის გამო, კომპანიას „ახალი ქალაქი“ დავარქვით. უზარმაზარი პროექტი, რომელსაც „ახალი ქალაქი“ ახორციელებს ,  სავარაუდოდ ოთხ-ხუთ წელიწადში  დასრულდება, ხოლო  მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრი- მიმდინარე წლის  ივნისის თვეში.

ძალიან ნაცნობი გვარის შთამომავალი ხართ…11056642_939571272743720_465229507_n

ქეთევან უზნაძე, ცნობილი მალამოს შემქნელი, ჩემი  დიდი ბებია გახლდათ. საამაყო გვარის შთამომავალი გახლავართ, რაც საიმაყესთან ერთად  დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა ყოველთვის. მინდა ჩემი გვარი სხვა სიკეთითაც შევიდეს ისტორიაში.
საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო, ეკლესია, სტუდენტური ქალაქი, გასართობი კონსტრუქციები. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

მენეჯერული თვისებები ვისგან გადმოგეცათ?

პატიოსნება, შრომისმოყვარეობა,  შინაგანი შემართება, მიზანდასახულობა, ნებისყოფა… ეს არის  წარმატების  მისაღწევი ყველა ის ძირითადი, მთავარი თვისება, რაც ყველამ უნდა ისწავლოს და  თუ იღბალიც გაქვს  გარდაუვალია წარმატება!  მამა პროფესიით ავტომშენებელია. მან  მის საწარმოში ყველა ეტაპი გაიარა და ისე მოხვდა წამყვან თანამდებობაზე, რომელზეც 25 წელი მუშაობდა.  საუკეთესო მენეჯერული თვისებები სწორედ მისგან გადმომეცა. ის ძალიან კარგი მეგობარია და ახლაც  ხშირად ვაკითხავ რჩევების მისაღებად.

კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?

ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, თუ რა ტიპის ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავთ მომავალში. სოციალურ პროექტებში ჩართვა, სასიკეთო საქმის კეთება. აქაც ბევრი სინტერესო  იდეა გვაქვს.  წინასწარ  კონკრეტულად არაფერზე საუბარი არ მსურს, რადგან ყველაფერს მომავალი  გვიჩვენებს და ვიტოვებ იმედს, რომ იქ, სადაც  ძალა ერთობაშია, ყველაფერი კარგად იქნება!

ირმა მირზაშვილი

11072442_939572189410295_6607693_n

11073724_939571382743709_1173475106_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები