რუსული ფაქტორი: სამხედრო-სტრატეგიული ასპექტები.
…რუსეთი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ სამხრეთ კავკასია არათუ აღარ არის მისი დეზინტეგრაციის ფაქტორი (რაც, 2008 წლის აგვისტოდან, რუსეთისთვის ისედაც ცხადია), არამედ ასეთ ფაქტორად მომავალშიც არ გადაიქცევა პრინციპულად (რაც რუსეთისათვის ცხადი სრულებითაც არ არის). ამ დებულებაზე დაყრდნობით უნდა აიგოს რუსეთთან ურთიერთობის ალგორითმი, რომელიც, ამ დროით, საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრატეგიად უნდა იქცეს. ნიშნავს თუ არა ეს ევროპული გზიდან უეჭველ გადახვევას? – არა! მეტიც, იმის თქმაც შეიძლება, რომ რუსეთის ინტერესთა უგულვებელყოფა სრულებითაც არ არის ევროპასთან დაახლოების წინაპირობა. ერთი რამ ცხადია, თუ გვინდა წავართვათ რუსეთს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების ინიციატივა, მას უნდა მოვუსპოთ იმის საბაბი, რომ თავი “მსხვერპლად” წარმოადგინოს. მაშინაც, თუ კი ასეთი საბაბის შექმნას თვითონ შეეცდება. ნიშნავს თუ არა ეს რუსეთისათვის ყველაფრის დათმობას? – რათქმაუნდა, არა. თუმცა ამას სერიოზული სტრატეგიუილი ხედვა და დიდი დიპლომატიური ძალისხმევა ჭირდება. სხვა თემაა, შეუძლია თუ არა ქართულ პოლიტიკურ ელიტას ამ უნარების გამჟღავნება.
$1. რუსეთის საფრთხე – ზოგადი ხედვა
დღევანდელი პოლიტიკური ლექსიკონი (ყოველ შემთხვევაში, ქართული მაინც) რუსეთთან მიმართებაში, ძირითადად, გაჯერებულია ტერმინოლოგიით, რომელიც რამოდენიმე სიტყვის გარშემოა თავმოყრილი. ეს სიტყვებია: მტერი, ოკუპაცია, ომის საფრთხე, იმპერია და რამოდენიმე სხვა, რომელიც შინაარსობრივად შორს არა დგას ჩამოთვლილთაგან და რომელთა ხმარების ძირითადი კონტექსტი იმ შინაარსის მატარებელია, რომ დღევანდელმა რუსეთმა მიზნად იმპერიის აღდგენა დაისახა და ამას თანამიმდევრულად ახორციელებს:
დსთ, რუსეთ-ბელორუსიის საკავშირო სახელმწიფო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიური თანამეგობრობა, საბაჟო კავშირი, ერთიანი ეკონომიური სივრცე და სხვა ამდაგვარი ნაბიჯები, ერთგვარად, ააშკარავებს რუსეთის მიზანდასახულობას. მეტიც, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები კავკასიაში, კერძოდ საქართველოში, და 2013-14 წლების მოვლენები უკრაინაში, ააშკარავებს იმასაც, რომ რუსეთი მზადაა წავიდეს ნებისმიერ რადიკალურ ნაბიჯზე, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ერთი შეხედვით ჩანს ისიც, რომ რუსეთი არც მაინცა და მაინც შორსაა საკუთარი მიზნის რეალიზაციისაგან. ამ შემთხვევაში კი ეჭვის ქვეშ დგება ყველა ნაციონალური პროექტი (საქართველოსთვის მაინც), თვით სუვერენული ეროვნული სახელმწიფოს პროექტის ჩათვლით. ამ ხედვიდან გამომდინარე, ლოგიკურია ეროვნული უსაფრთხოებისათვის რუსეთის ძირითად გამოწვევად მიჩნევა და მცდელობა ამ ფაქტორის ნეიტრალიზაციისა. თუმცა, ამ მხრივ გადაგმული ყოველი ნაბიჯი, ჯერ-ჯერობით, არაეფექტურად გამოიყურება და, როგორცა ჩანს, ასეთად დარჩება ვიდრე რუსული “ქცევის” მოტივაციაში რეალურად არ გავერკვევით. ამ მიმართულებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებად მიგვაჩნია იმ ვითარებათა ანალიზი, რასაც თავად რუსეთი აღიქვამს საფრთხეებად. სხვა სიტყვებით, აუცილებლად მიგვაჩნია გავერკვეთ იმაში, თუ რა “შიშები” ამოძრავებს რუსეთს?
$2. საფრთხეები რუსეთისთვის
ა). ოფიციალური ხედვა
რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამხედრო დოქტრინის (.წწწ.სცრფ.გოვ.რუ) მიხედვით, რუსეთისათვის, სამხედრო საფრთხეების თემა ორ ნაწილადაა გაყოფილი: საგარეო და შიდა. საგარეო საფრთხეების ჩარჩოს მის დასავლეთ საზღვართან NAთO, ხოლო აღმოსავლეთ საზღვართან ჩინეთი კრავს. რაც შეეხება სამხრეთს, აქ კავკასიისა და შუა აზიის სახით, რუსეთის სამხრეთ საზღვრის მთელ მონაკვეთზე, უკვე წლებია შენარჩუნებულია ფეთქებადსაშიში მდგომარეობა “ძველი”, გაყინული კონფლიქტებისა და პოტენციურად შესაძლებელი კონფლიქტის ახალი კერების გააქტიურების ხარჯზე.
NATO – ს მხრიდან ძირითად საფრთხეებად მიჩნეულია:
1. აღმოსავლეთით გაფართოება და, ასე ვთქვათ, მისი რუსეთის საზღვარზე მიბჯენა;
2. მოსაზღვრე ქვეყნებში ნატოს კონტინგენტების გამოჩენა და აქ სამხედრო ძალების გამოყენება;
3. სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნა და გაშლა რუსეთთან საზღვრის უშუალო სიახლოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ღიად მითითებული არ არის, ტექსტიდან აშკარად იკითხება, რომ მისი მხრიდან ძირითად საფრთხეებად მიჩნეულია:
1. რუსეთის საზღვართან პერიოდულად მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები
2. რეგიონის ტერიტორიული ხედვა, რომელიც რუსეთთან ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.
შიდა საფრთხეებში ძირითადად დეზინტეგრაციის შიში იკვეთება (რა თქმა უნდა, გარე ძალების მონაწილეობით), ანდა კონსტიტუციური წყობის შეცვლის პერსპექტივა.
ბ). საექსპერტო ხედვა
რუსეთის სამხედრო-ანალიტიკურ წრეებში გაბატონებული მოსაზრების მიხედვით, რუსეთისათვის პრობლემურია ადეკვატური სამხედრო პოტენციალის, დემოგრაფიისა და ე.წ. სტრატეგიული “მარტოობის” თემები.
ბ.1). სამხედრო პოტენციალის პრობლემა
მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ოფიციალურ დოკუმენტებში ჩინეთი, როგორც საგარეო საფრთხე მხოლოდ მინიშნებულია და სინამდვილეში არ ფიგურირებს, რუსი სამხედრო ექსპერტების უმეტესობა მომავალი 10-15 წლის შემდეგ მას უპირველეს საფრთხედ მიიჩნევს. რუსი სამხედრო ექსპერტის დიმიტრი ტრენინის ვარაუდით (ჰტტპ://ფლოტ.ცომ/ნოწადაყს/ცონცეპტ/ოპპოსიტე/უსანალიტიცს1), ამ პერიოდისათვის ჩინეთი და აშშ იქნებიან ძირითადი სტრატეგიული მოწინააღმდეგეები, და რუსეთისათვის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ის ვითარება, რომ არ მოექცეს ამ ორი სუპერძალის “ქვეშ”, არამედ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსი.
რის ხარჯზეა შესაძლებელი აღნიშნულის მიღწევა? წინა პლანზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამხედრო რეფორმა იწევს, რომლის პირველი ეტაპის დასრულება იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა ჯერ კიდევ 2009 წელს დააანონსა. მაშინ რეფორმის დაჩქარება, სხვადასხვა ექსპერტთა მიერ, 2008 წელს სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული ოპერაციის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებებით იქნა ახსნილი. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ მართალიც იყოს, თუმცა, აზრი, რომ რუსეთის სამხედრო ძალები მოსალოდნელი საფრთხის ადეკვატურნი არ არიან, რუსეთის სტრატეგიული აზროვნებისთვის არახალია და მასზე მსჯელობა არც კავკასიური ვოიაჟით იყო ნაკარნახევი. 3
რეფორმა, პირველ რიგში, რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ დაყოფაში, და შესაბამისად, მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაციაში აისახა, როდესაც მანამდე არსებულ ექვს სამხედრო ოლქს ოთხი ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა (ოსს) ჩაენაცვლა: დასავლეთი, სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი. სარდლობებისE ხელში თავი მოიყარა არა მარტო სახმელეთო ძალებმა, არამედ, საავიაციო საშუალებებთან ერთად, ოთხივე ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის განკარგულებაში მყოფმა ძალებმაც.
ამასთანავე, მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში დარჩა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები, ატომური წყალქვეშა ნავები ბალისტიკური რაკეტებით, კოსმოსური ძალები, შორეული ავიაცია და საჰაერო სადესანტო ძალები. ექსპერტების მიერ, სხვათაშორის, მიჩნეულია, რომ იმ მწირე შესაძლებლობებით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გააჩნია, ეს მართვის ერთერთი (თუ ერთად-ერთი არა)ეფექტური რეორგანიზაციაა.
პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე ხრამჩიხინი მიიჩნევს, რომ ოთხივე სარდლობის განკარგულებაში არსებული ძალების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის სახმელეთო ძალების მიერ, მეტ-ნაკლებად წარმატებული თავდაცვითი ღონისძიებების გატარება შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში, მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა “ცენტრი” ოთხ სარდლობას შორის ყველაზე სუსტია თავისი შემადგენლობითა და შეიარაღებით. რაც შეეხება დასავლეთსა და აღმოსავლეთს, მათი ძალების შედარება პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან რეალურადDარც არის შესაძლებელი, ამ უკანასკნელთა რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელთა დიდი უპირატესობის გამო. ის გარემოება, რომ NAთO არც ერთ ვითარებაში თავს არ დაესხმის რუსეთს (ეს მოსაზრება ხრამჩიხინსთვის ეჭვსგარეშეა), სიტუაციის სერიოზულობას სრულებითაც არ ამცირებს: ჩინეთი დღეს რუსეთზეც და NAთO-ს ევროპულ ძალებზეც ძლიერია და, რაც მთავარია, მას გააჩნია როგორც ომისათვის მზაობა, ასევე მოტივაციაც: მაგალითად, ჩინეთს მიაჩნია, რომ XIX საუკუნეში რუსეთთან დადებული ხელშეკრულებები კაბალური და უსამართლო გახლდა. და საერთოდაც, მისი აზრით, 1689 წლის ნერჩინსკის ხელშეკრულება უნდა იყოს ის ბაზა, რომელიც რუსეთთან ტერიტორიულ საკითხს დაარეგულირებდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ფლოტების მდგომარეობა. ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილი სარდლის, ადმირალ პოპოვის აზრით რუსეთი კარგავს საოკეანო ფლოტის სტატუსს და ნელ-ნელა ტრანსფორმირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სანაპირო ფლოტად, ყველა აქედან გამომდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგით (ჰტტპ://ნვო.ნგ.რუ/). ექპერტთა დასკვნით, 2010 წლის მონაცემებით, რუსეთის ფლოტი, რეგიონების მიხედვით, უთმობდა შვედეთსა და ფინეთს – ორჯერ, გერმანიას – სამი-ოთხჯერ, თურქეთს – ორჯერ, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს – ხუთი-ექვსჯერ, აშშ-ს – ოცი-ოცდაათჯერ, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში სამჯერ ნაკლები წყალსზედა გემი გააჩნდა, ვიდრე იაპონიას.
სამხედრო პოტენციალის ასეთი ვითარება განაპირობებს იმას, რომ რუსეთი “იძულებულია” დასაშვებად მიიჩნიოს პრევენციული ბირთვული დარტყმა. სხვათაშორის, შეგონება, რომელიც აქედან გამოდის, არც თუ მაინცა და მაინც 4
სასიამოვნოა: “დაუძლურებული” რუსეთი უფრო საშიშია, თუ კი საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების საფრთხე გარედან აღიქვა.
ამ ფონზე, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტთა თვალსაზრისით, 2010 წლისათვის, ოფიციალური დოქტრინისაგან განსხვავებით, სადაც ნომერ ერთ საფრთხედ NAთO განიხილება, რუსეთისათვის ძირითად სამხედრო საფრთხეებად მიჩნეული იყო ჩინეთი, ისლამური ექსტრემიზმი და კავკასია ( იხ. რატმისტრ.ლივეჯოურნალ.ცომ) .
ჩინეთი საფრთხედ მხოლოდ მიმდინარე საუკუნის მეორე ათწლეულიდანაა აქტუალიზებადი და ამ პერიოდისთვის რუსეთს უნდა გააჩნდეს რესურსი მის შესაკავებლად. სხვათაშორის, რესურსი არა მხოლოდ აღმოსავლეთში განთავსებული ძალების ადექვატურობას გულისხმობს, არამედ ზოგადად, საჭიროების შემთხვევაში, აღმოსავლეთში ასეთი ძალების სწრაფად თავმოყრის საშუალებასაც. ამ პრობლემის გადაჭრა კი ყველა სხვა მიმართულებაზე საფრთხეთა მინიმიზაციისა (თუ სრულ განეიტრალების არა) და მყარი მშვიდობის გარანტიის პირობებშია შესაძლებელი.
ისლამური ექსტრემიზმის საფრთხე, დიდი ალბათობით, ავღანეთში NAთO-ს ოპერაციის დასრულების შემდგომ აქტუალიზდება და ეს შესაძლოა უკვე ამ დეკადის მიწურულსაც მოხდეს. როგორც ალექსანდრე ხრამჩიხინი აღნიშნავს “თუ ავღანელი თალიბები Eშევლენ უზბეკეთში, ჩვენ მათთან ბრძოლა ყაზახეთის სტეპებში მოგვიწევს”. ამ ვითარების გამო, რუსეთისათვის, სტრატეგიული თვალსაზრისით, დიდ მნიშვნელობას იძენს შუა აზიის რეგიონი, მისი რესურსი და გარანტირებული უსაფრთხოება. პირველი ამოცანის რეალიზაციის პირობების შექმნის ფონზე (ჩინეთის შემაკავებელი შესაძლებლობების შექმნა), დღეს შუა აზია სულაც არ წარმოადგენს რუსეთისათვის გარანტირებულად დაცულ ფლანგს, ამიტომაც ასეთი ფლანგის უზრუნველყოფა რუსეთისათვის პირველი რიგის დღევანდელი საზრუნავი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება კავკასიას, რეალურად, 2008 წლის შემდეგ ის ნეიტრალიზებულია.
ბ.2). დემოგრაფიული პრობლემები
რუსული ეთნოსი: 2009 წლის თებერვალში, პეტრეს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნოვოსიბირსკის განყოფილების წლიურ კრებაზე, აკადემიის წევრი ვლადიმერ გეტმანოვი წარსდგა ერთობ სკანდალური მოხსენებით “რუსული სიკვდილის ტექნოლოგია” (ჰტტპ://დერზავა.ცომ/),სადაც, შობადობა-სიკვდილიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკის გარდა, მოცემულია სხვადსახვა სოციალურ გარემოებათა ანალიზი. ერთზე შევჩერდეთ:
მოსახლეობის კლების გეოგრაფიული არეალი ძირითადად რუსული ეთნოსით დასახლებულ რეგიონებს მოიცავს. გეტმანოვს მოაქვს მეტად საყურადღებო მონაცემი პირველი სრულიად რუსეთის აღწერისა 2002 წელს ფსკოვის ოლქიდან: ოლქში, ამ პეროდისთვის ყოველ ათას მაცხოვრებელზე მოდიოდა დაბადების 8.4 და გარდაცვალების 23.6 შემთხვევა. სხვა სიტყვებით, ყოველ დაბადებულზე – სამი გარდაცვლილი. ბუნებრივი კლების კოეფიციენტი, ამ მონაცემების მიხედვით, 5
შეადგენდა 15.2-ს. ანლოგიური სიტუაცია აღინიშნებოდა ტვერისა და ტულის ოლქებში (14.6 და 14.4). ასეთი ვითარება შეინიშნება აგრარულ რაიონებსა და მცირე ქალაქებში (8-დან 50 ათასამდე მოსახლეობით), რომელთა მომავალი, მოხსენების ავტორის აზრით, მოსახლეობისგან სრული დაცლაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფონზე მოსახლეობა იზრდება ციმბირის მდიდარ რეგიონებში, მსხვილ ქალაქებში და ჩრდილო კავკასიაში. მაგრამ ვინაიდან დაბადებულთა ეროვნული შემადგენლობის სტატისტიკური აღწერა არ ხდება, ძნელია იმის თქმა, რომელი ეთნოსის მატებაზეა რეალურად საუბარი. მეტიც, ჩრდილო კავკასიის გარდა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მატებაში ლომის წვლილი, სავარაუდოდ იმიგრაციასაც მიუძღვის. ეს კი მეტად საინტერესო კითხვას წარმოშობს: რამდენად რუსულია რუსეთი?
არარუსული ეთნოსი: აქ მეტად ბუნდოვანი ვითარებაა. მიგრანტებს შორის, რომლებიც სხვადასვა რეგიონებიდან მოედინებიან რუსეთში, გარდა დსთ-ს მოქალაქეებისა, არიან ჩინეთის, ვიეტნამის, თურქეთის და აფრიკის სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებიც. ვინაიდან ზუსტი მონაცემები არ არსებობს, ძნელია იმის თქმა, რომელი ეთნოსი ჭარბობს. ვარაუდობენ, რომ ჩინეთისა და სამრეთ-აღმოსავლეთი აზიისა, თუმცა გეტმანოვიც, და სხვებიც, ხაზს შიდა მიგრაციულ პროცესებს უფრო უსვამენ. მიზეზი აქ ერთია: რუსული ეთნოსის კლების ფონზე იმატებს რუსეთის არარუსი, ძირითადად, მუსულმანური კონფესიის მოსახლეობა და მათი გადადინება საკუთარი განსახლების ტრადიციული რეგიონებიდან “ტრადიციულ” რუსულ რეგიონებში ხდება. მეტიც, გეტმანოვს გაანალიზებული აქვს ამ გადადინების ვექტორები და ერთ საინტერესო გარემოებას წააწყდა: ბოლო ხანებში, ჩრდილო კავკასიისათვის ჩვეული გადადინების მიმართულება – კრასნოდარისა და სტავროპოლის მიმართულებით, იცვლება ციმბირის რეგიონების მიმართულებით. პარალელურად მიმდინარეობს პროცესი რუსული ეთნოსის “რბილი” განდევნისა “განაპირა” რეგიონებიდან.
რუსული არმია – “უცხოური ლეგიონი”: ტერმინიც გეტმანოვს ეკუთვნის. აქ ის იმ ვითარებას გულისხმობს, რომ მიგრანტთა კონტრაქტორებად მიღება, დემოგრაფიული კრიზისის გამო, ძალოვან სტრუქტურებში იმდენად გაადვილებულია, რომ რუსული არმიის ეთნო და კონფესიური შემადგენლობა დრამატულად იცვლება. მათ შორის, ელიტურ სამხედრო ნაწილებში. მაგალითად, ითვლება, რომ 2015 წლისთვის, რუსეთის არმიის ჯარისკაცთა და ოფიცერთა უმრავლესობა იქნება მუსულმანი (ჰტტპ://წწწ.რფ-აგენცყ.რუ/აცნ/სტატ_რუ) . გარდა ამისა, ცნობილია, რომ მოსკოვის პოლიციის ერთი მესამედი უკვე დაკომპლექტებულია მიგრანტებით(ჰტტპ://დერზავა.ცომ/). გაეროს გათვლებით(ჰტტპ://წწწ.რფ-აგენცყ.რუ/აცნ/სტატ_რუ) , იემენის მოსახლეობა (22 მილიონამდე 2010 წლის მონაცემებით) XXI საუკუნის შუაწლებისკენ გადაასწრებს რუსეთის მოსახლეობას, ხოლო მასაჩუსეტსის კრიზისის ცენტრის ანალიტიკოსთა აზრით, რუსეთის ტერიტორიის კონტროლი 50 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით ფიზკურადაა შეუძლებელი (იქვე).
ბ.3). სტრატეგიული მარტოობა 6
ცალკე განხილვის თემად შესაძლოა იქცეს რუსეთის ე.წ. “სტრატეგიული მარტოობა”(ტრენინი). რუსეთი მოკავშირეებს სულ უფრო ძნელად პოულობს და, რეალურად, საკუთარ პრობლემებთან მარტოა დარჩენილი. არმიის გენერალი მახმუდ გირეევის თქმით, რუსეთი მარტო აღმოჩნდა ისეთ “უმნიშვნელო ფაქტთან” დაკავშირებითაც, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობაა (რატმისტრ.ლივეჯოურნალ.ცომ). მართლაც, ვინ უნდა იყოს რუსეთის მოკავშირე მის ნებისმიერ წამოწყებაში, თუ კი მისი, ასე ვთქვათ, სივრცული ინტერესი მნიშვნელოვანწილად ემთხვევა სხვისას? სტრატეგიული მარტოობა ბუნებრივად წარმოშობს სტრატეგიული დაუცველობის განცდას.
$3. ნაციონალიზმი და რუსეთის სტრატეგიული თავსატეხი
საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის სივრცეზე დაიწყო ახალ ეროვნულ სახელმწიფოთა ჩამოყალიბების მეტად მნიშვნელოვანი პროცესი. მიუხედავად განვლილი ოცი წელიწადისა, პროცესი ჯერ საწყის სტადიაშია და დღევანდელი გადასახედიდან, რთული სათქმელია, თუ რა კონფიგურაციას მიიღებს ევრაზიული რუკა პროცესის ბოლოს. სხვა სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი, თავის შემადგენელ ნაწილებად თითქოს ბუნებრივად დაიშალა და თითქოს, არც დაშლის საზღვრები გამხდარა, ერთი შეხედვით, საკამათო, მხოლოდ მიამიტს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ახალ სივრცეზე ახალი სახელმწიფოების შექმნა ამაზე შეიძლება გაჩერდეს. დნესტრისპირეთის, ყარაბახის, აფხაზეთისა და სამაჩაბლო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, სინამდვილეში, მხოლოდ საწყისი ფაზა გახლავთ ევრაზიული რუკის გადასხვანაირებისა და არა მხოლოდ რუსეთის “არამეგობრული” პოლიტიკის შედეგი.
ახალ სახელმწიფოთა ქმნადობა მრავალპლანიანი პროცესია და მის იდეოლოგიურ ჩარჩოს, ზოგადად, ნაციონალიზმი წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო: ვესტფალის ზავის შედგომი ევროპა, ანტიკოლონიურ ომებში ჩართული აზიისა და აფრიკის კონტინენტები, საბჭოთა კავშირის დაშლა ის მაგალითებია, რომლებმაც ნათლად გამოკვეთეს თვითგამორკვევის იდეოლოგიური მუხტი – ეროვნული განსაკუთრებულობა. ნაციონალიზმის იდეოლოგიური მუხტი იმდენად ძლიერია, რომ მის ფონზე ფერმკრთალდება ყველა სხვა სახის დაპირისპირება და ეროვნული ერთობის განცდით შეპყრობილი საზოგადოება ყველაფერს დებს ისტორიის სასწორზე, რომ თავისი მეობა შეინახოს. თუ კი ნაციონალიზმს ამ კუთხით შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ბოლო ოთხასი-ხუთასი წლის მანძილზე, მიუხედავად არაერთი იდეოლოგიური კლიშესი, რომელიც უნივერსალიზმის სხვადასხვა ხედვას აყალიბებდა, ისტორიული პროცესი წინ მაინც ნაციონალიზმს, ეროვნული განსაკუთრებულობის განცდას მიყავდა. აქედან კი ერთი, მეტად უსიამოვნი დასკვნა შეიძლება გამოდიოდეს: პოსტსოციალისტური სივრცე (რაც, ზოგადად, არ ემთხვევა პოსტსაბჭოტა სივრცეს), ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე შესაძლოა ხანგრძლივი და სასტიკი დაპირისპირებების ასპარეზად იქცეს, რასაც შედეგად ევრაზიული სივრცის ახალი პოლიტიკური რუკა მოყვება. ზემოთქმული სამ მომენტს მოიცავს: 7
1. ევრაზიული სივრცე, თავის უდიდეს ნაწილში, კერძოდ კი ყოფილი საბჭოეთის ტერიტორია, ახლო (ან შედარებით ახლო მომავალში) ტერიტორიათა მეტ-ნაკლებად ინტენსიური გადანაწილების პოტენციურ ასპარეზზს წარმოადგენს “მეზობლების” (ევროპა, ჩინეთი, ირანი, თურქეთი), ან “გარე მოთამაშეების” (აშშ) აქტიური ანდა ფარული ჩართვით, ან, სულაც ასეთის გარეშე. და ეს ისტორიული რეტროსპექტივიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, “ბუნებრივი” პროცესია.
2. პროცესიდან საკუთარი დივიდენდების მიღებას ამ სივრცის ყველა აღიარებული, ანდა აუღიარებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ეცდება. და ესეც, ასე ვთქვათ, “ბუნებრივი” პროცესია.
3. გაბატონებული იდეოლოგიური კლიშე ამ სივრცეზე სასიცოცხლო ინტერესებს ამოფარებული ნაციონალიზმი იქნება, რომელიც, შესაძლოა, კონფესიური შეუწყნარებლობის ფორმითაც გამჟღავნდეს.
ეს არ გახლავთ ე.წ. პესიმისტური სცენარის ვარაუდი, არამედ პროცესში მყოფი რეალობა და მისი ნიშნები არც თუ უჩინარია დაკვირვებული თვალისათვის.
სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი (და არა ერთად-ერთი) ძირითადი აქტორია რუსეთი, რომლის წინაშე, უახლოეს მომავალში, გადასაჭრელად სამი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა დგას:
1. “მრავლპოლუსიან” მსოფლიოში მყარად შეინარჩუნოს და, შეძლებისდაგვარად, განიმტკიცოს„ თავისი ერთ-ერთი პოლუსის ამჟამინდელი სტატუსი;
2. თავი დააღწიოს “დასავლეთისათვის” ნედლეულის ბაზად არსებობის დამაცირებელ ვითარებას, რაშიც ის სსრკ დაშლის შემდეგ აღმოჩნდა;
3. განავრცოს თავისი რეალური გავლენა “ევრაზიულ” (რაც, პირველ რიგში, პოსტსაბჭოთას ნიშნავს) სივრცეზე.
უფრო შორეულ პერსპექტივაში, ამ ბაზაზე დაყრდნობით, შესაძლებელი უნდა გახდეს, სულ ცოტა, ერთ-ერთი გლობალური ძალის სტატუსის აღდგენა, რომელიც საბჭოთა კავშირს მთელი ცივი ომის მანძილზე გააჩნდა. თავი დავანებოთ იმის გარკვევას, რამდენადაა ეს ამოცანები რეალიზებადი და შევხედოთ, თუ რა კეთდება ამ მიმართულებით? 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის საგაზეთო სტატია სათაურით “ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება”. ამ სტატაში, რომელიც 2012 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიური სივრცის პროექტის რეალიზაციას ეხება, რამოდენიმე საყურადღებო მომენტია : სტატიიდან იკვეთება, რომ აღნიშნული პროექტი ოცი წლის წინ დსთ-ს შექმნით დაწყებულა, რომ ამ გზის რეალიზაციის თანამიმდევრული ნაბიჯები გახლდათ რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიური თანამეგობრობა და ერთიანი ეკონომიური სივრცე. თუ ეს ამგვარადაა, მაშინ გამოდის, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე, რუსეთის პოლიტიკა სულაც არ ყოფილა არათანმიმდევრული (რასაც მას ხშირად საყვედურობენ), არამედ ის ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა საკუთარი სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციის პოლიტიკას, როგორც ეს ზემოთ იყო მოცემული. 8
შედეგები:
ა). 2008 წელი – საქართველო. ის გარემოება, რომ რუსეთი შეეცდებოდა ევრაზიულ სივრცეზე საკუთარი გავლენის აღდგენას (რაიმე სახით მაინც) ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის იმთავითვე ცხადზე ცხადი იყო. ერთად-ერთი, რაც ცხადი არ იყო, ამ პროცესის მოტივაცია. ე.წ. “იმპერიული ამბიცია” , რომელიც ძირითად ახსნად იქნა მიჩნეული, როგორცა ჩანს, ბოლომდე სწორი არ იყო, ვინაიდან ის ყველა ნაბიჯს ვერ ხსნის. მაგალითად, გაუგებარია, რატომ “შეელია” რუსეთი ასე “ადვილად” ბალტიისპირეთს და ამგვარი გამეტებით იბრძოლა საქართველოსთან. თუმცა, თუ მოვლენებს რუსეთის ე.წ. “სტრატეგიული დაუცველობის” კუთხით გავაანალიზებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება:
სსრკ დაშლის შემდეგ, რუსეთისათვის ცხადი ხდება, რომ ევრაზიაში ახალი რეალური ძალა არა თვითონ, არამედ ჩინეთია. თუმცა ამგვარი პრეტენზიის გამჟღანებისათვის ამ უკანასკნელისთვის დროა საჭირო. ამიტომ ჩინეთიდან სავარაუდო საფრთხე, მართალია, რელიზებადია, მაგრამ არა “ამ წუთში”. გაცილებით რეალური, ამ მხრივ, როგორც ავღნიშნეთ, შუა აზიიდან გამომდინარე გამოწვევებია და აქ პრობლემებს დაახლოებით 7 000 კმ-დე მოუწყობელი საზღვარი უფრო ამძიმებს. ამ ფონზე კავკასიაში დაწყებული აშლილობა (როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში) რუსეთს, სულ ცოტა, დეზინტეგრაციას უქადის. ერთგვარ ფსიქოლოგიურ ფარს მისთვის აქ განლაგებული სამხედრო ბაზები ქმნიან, თუმცა, საქართველოდან მათი გაყვანის შემდეგ, უსაფრთხოების ეს ფსიქოლოგიური ბარიერიც მოიხსნა. ამიტომ ამ ეტაპის ძირითად ამოცანას არა მარტო ამ ბარიერის (ფსიქოლოგიური) აღდგენის აუცილებლობა წარმოადგენს, არამედ მისთვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემის მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად ეფექტური შესაძლებელი ნეიტრალიზაცია, რაც პირველ რიგში, საქართველოს, “მტრული გარემოდან” ამოგდებას ბუნებრივად გულისხმობს.
ბალტიისპირეთის შემთხვევაში ამგვარი რამ მას არ აწუხებს, ვინაიდან ბალტიიდან რუსეთის დეზინტეგრაცია რეალურად განუხორციელებელია, ხოლო NAთO-ს, მიუხედავად მისი უპირატესობისა, ევროპულ სივრცეზე რუსეთთან ომის პოლიტიკური ნება არ გააჩნია. ვინაიდან საქართველოს “მტრული გარემოდან” ამოგდების მექანიზმები მრავალგვარია (კავშირი, პარტნიორობა, გავლენა, დიპლომატიური ზეწოლა, მუქარა, იძულება, ომი), ამიტომ, როგორცა ჩანს, საერთო ინტერესთა დაუნახაობის შემთხვევაში, რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში სამხედრო ჩარევა (ნებისმიერი საბაბით და ნებისმიერი სახით) ერთადერთ ალტერნატივად დარჩებოდა: სამხრეთ მიმართულებაზე, ფლანგს, რომელიც მის დეზინტეგრაციას ხელშესახებს ხდიდა, აღმოსავლეთიდან მომდინარე მზარდი სართხის ფონზე რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივღეთ: ორი სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც რუსეთის დეზინტეგრაციის შემაკავებელი ფაქტორი.
ბ). 2014 წელი – უკრაინა. მას მერე, რაც რუსეთმა განსაზღვრა თავისი სტრატეგიული ამოცანების განხორციელების შესაძლებლობა, 2008 წლის შედეგ, მოვლენათა ლოგიკა მისგან იმავე მიმართულების შემდგომ ნაბიჯებს მოითხოვდა. ასეთი ნაბიჯი იქნებოდა “ახალ”. ე.წ. ევრაზიულ სივრცესთან რეალური 9
ინტეგრაცია და მისი საშუალებით იმ პრობლემათა “განულება”, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ ის დემოგრაფიული რესურსი, რომელიც ამ სივრცეს რეალურად უჩნდება, რომ შესაძლებელი გახდეს, გარკვეულწილად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე, მეტ-ნაკლებად, ბალანსის შექმნა. ამ ამოცანის თანამიმდევრულად განხორციელებას, არმიის საბოლოო რეფორმირებას, ეკონომიური პოტენციალის რეალიზაციას და სხვა მიმართულებებზე ყურადღების გადანაწილებას არც თუ მცირე დრო და რესურსი ჭირდება. ამ ფაქტორების ეფექტურად გამოყენების რაციონალური მოდელი გამორიცხავს რუსეთის მხრიდან რაიმე სახით ომის, ანდა ომს მიახლოებული სცენარების ინიცირებას. ასეთი ვითარება მისი გეგმების რეალიზაციის მძლავრი მუხრუჭი იქნებოდა. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება რუსეთისათვის ხელსაყრელი არ იქნებოდა, ვინაიდან მის ძირთად სტრატეგიულ სქემას დაარღვევდა.
ამ ფონზე კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანს ის მოვლენები, რომელიც ამჟამად უკრაინაში ვითარდება: რატომ “შეუბრუნდა” კრემლი დასვლეთს? რაში დაჭირდა ყირიმის ანექსია და მართვადი ქაოსის პროვოცირება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში? აქაც, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, გასაღები დაუცველობის განცდის სინდრომსა და სტრატეგიულ მარტოობაშია: უკრაინის საკითხში ჩინეთის მხარდაჭერა არა რუსეთისადმი სიმპათიითაა გამოწვეული, არამედ აშშ-ს შემდგომი გაძლიერების შიშით. ასე რომ, ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა აშშ-რუსეთის კონფრონტაციის სტიმულირებას უფრო ემსახურება, რაც საბოლოო ჯამში ორივეს დასუსტებით უნდა დამთავრდეს.
რაც შეეხება თავად უკრაინას, მისი რუსული გეოპოლიტიკური სივრციდან გასვლა, მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთისათვის დეზინტეგრაციის ფაქტორი ვერ იქნება, როგორც ეს კავკასიის შემთხვევაშია, თუმცა, მნიშვნელობით არც ნაკლები გეოპოლიტიკური შედეგების მქონე მოვლენაა: უკრაინის “დაკარგვის” შემთხვევაში, რუსეთი, თურქეთის დარად, უფრო აზიური ქვეყანა ხდება, ვიდრე ევროპული. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი მისი დასავლეთის მიმართულებაზე შექმნილი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა – სრულიად გამოუსადეგარი. ეს გარემოება დარტყმის ქვეშ, პერსპექტივაში, მის სამხრეთ მიმართულებასაც აყენებს, რასაც ამ მიმართულებიდან მისი განდევნა და სამხრეთის ფლანგის მოშიშვლება მოყვება. შედეგად, რუსეთს წრეზე ხელახალი გასვლა მოუწევს. ამ ვითარებაში, ყირიმის ანექსია საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება და ფუნქციონალურად იმავე დატვირთვის მატარებელი ხდება, რაც ბალტიისპირეთში კალინინგრადის ოლქს გააჩნია.
პერსპექტივა
რუსული სტრატეგიული ხედვიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მისი სამხედრო საფრთხებიის ოფიციალური, დოქტრინული ვერსია საკმაოდ მყარად გამოიყურება. სამხრედრო-სრტატეგიული ამოცანა, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს: ცენტრალური ოლქისთვის მყარი ფლანგისა და ზურგის უზრუნველყოფა. ამისათვის კი დღეს საჭიროა:
1. ყირიმითან მყარი სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზის შექმნა,
2. ყირიმი-ამიერკავკასიის ერთ სტრატეგიულ სივრცეში ინტეგრირება.
10
თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ: ა). რუსეთმა გააგრძელოს აქტიურობა უკრაინის მიმართულებით. რომ აიძულოს ეს უკანასკნელი მისთვის კორიდორი უზრუნველყოს და ბ). ამ ამოცანის გატაწყვეტის შემდეგ ის ყირიმი-ამოერკავკასიის ხაზის რეალიზაციას შეუდგება.
თუმცა, ეს ამოცანები დროში ურთიერთშენაცვლებადია და ფორსმაჟორულ ვითარებაში, შესაძლოა, მეორე ამოცანის უზრუნველყოფამ წინა პლანზე გამოიწიოს. ამისათვის რუსეთს ყველა წინაპირობა კავკასიაში უკვე შექმნილი აქვს. ფორსმაჟორი შეასაძლოა, უკრაინაში დღევანდელი ვითარების გაჭიანურებამაც გამოიწვიოს.
ამ ვითარებაში კითხვა, რომელიც არც თუ იშვიათად ისმის, რა მოიმოქმედოს საქართველომ მოსალოდნელი ღია აგრესიის ასაცილებლად, საკმაოდ ლოგიკური ჩანს. ერთი შეხედვით, სიტუაცია ჩიხურია: თუ არაფერი შეიცვალა, საქართველო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება რუსული სამხედრო სტრატეგიის რეალიზაციის ობიექტი. დრო, რომელიც მას პოლიტიკური მანევრისათვის გააჩნია, შეზღუდულია და დღეს მთლიანად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა მიბმული.
“ასოცირების” ხელშეკრულებაზე დაჩქარებული ხელმოწერა, ამ მხრივ, ბევრს ვერაფერს ცვლის, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცედურების დაწყება (თუ ასეთი რამ, უახლოეს მომავალში, საერთოდ მოსალოდნელია). ასევე, ვერაფერს შეცვლის საქართველოს ტერიტორიაზე ახალი შეიარაღების სისტემების თავმოყრა, ვინაიდან ეს ნაბიჯი მხოლოდ ილუზიების ზრდას ემსახურება და ისევე, როგორც 2008_ში, შესაძლოა საბედისწერო ნაბიჯი გადაგვადგმევინოს. როგორცა ჩანს, რუსეთთან პოლიტიკის აგება ის ფარვატერია, რომელიც ქართულმა პოლიტიკამ მარტომ უნდა გაიაროს. მან უნდა შეძლოს დაარწმუნოს, რუსეთი რომ მისი სამხრეთი ფლანგი მყარადაა დაცული და დამატებით ძალისხმევას აღარ საჭიროებს.
სხვა სიტყვებით, რუსეთი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ სამხრეთ კავკასია არათუ აღარ არის მისი დეზინტეგრაციის ფაქტორი (რაც, 2008 წლის აგვისტოდან, რუსეთისთვის ისედაც ცხადია), არამედ ასეთ ფაქტორად მომავალშიც არ გადაიქცევა პრინციპულად (რაც რუსეთისათვის ცხადი სრულებითაც არ არის). ამ დებულებაზე დაყრდნობით უნდა აიგოს რუსეთთან ურთიერთობის ალგორითმი, რომელიც, ამ დროით, საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრატეგიად უნდა იქცეს. ნიშნავს თუ არა ეს ევროპული გზიდან უეჭველ გადახვევას? – არა! მეტიც, იმის თქმაც შეიძლება, რომ რუსეთის ინტერესთა უგულვებელყოფა სრულებითაც არ არის ევროპასთან დაახლოების წინაპირობა. ერთი რამ ცხადია, თუ გვინდა წავართვათ რუსეთს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების ინიციატივა, მას უნდა მოვუსპოთ იმის საბაბი, რომ თავი “მსხვერპლად” წარმოადგინოს. მაშინაც, თუ კი ასეთი საბაბის შექმნას თვითონ შეეცდება. ნიშნავს თუ არა ეს რუსეთისათვის ყველაფრის დათმობას? – რათქმაუნდა, არა. თუმცა ამას სერიოზული სტრატეგიუილი ხედვა და დიდი დიპლომატიური ძალისხმევა ჭირდება. სხვა თემაა, შეუძლია თუ არა ქართულ პოლიტიკურ ელიტას ამ უნარების გამჟღავნება.
წყარო: gcssi.org