პუტინი ბორის ნემცოვის სიკვდილის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის შსს მხრიდან, რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სიკვდილის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. მისი განცხადებით, სამართალდამცავებმა შეუძლებელი უნდა გააკეთონ და მკვლელი დაადგინონ.
„უნდა აღმოვფხვრათ ისეთი საზარელი შემთხვევები, რომლებიც ყველა ჩვენგანმა მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, ბორის ნემცოვის მკვლელობის სახით ვნახეთ. ყველაზე მეტი ყურადღება რეზონანსულ მკვლელობებს უნდა დაეთმოს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც პოლიტიკური სარჩული აქვთ”,- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები