“თურქიშ ეარვეისმა” ნეპალში ავარიული დაშვება განახორციელა

  თურქულმა ავიაკომპანიამ “თურქიშ ეარვეისმა” ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ავარიული დაშვება განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსხვერპლი არ ყოფილა და არც ავიალაინერი დაზიანებულა მნიშვნელოვნად. თვითმფრინავის ბორტზე 238 მგზავრი და ეკიპაჟის 10-მე წევრი იმყოფებოდა. ავარიული დაშვების მიზეზი შესაძლოა, ამინდი გამხდარიყო. რამდენადაც ცნობილი გახდა, დაშვებამდე, თვითმფრინავმა, რამდენიმე ტურბულენტურ ზონაში გაიარა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები