პენტაგონი: უკრაინის აღმოსავლეთში 12 ათასი რუსი ჯარისკაცია, უკრაინის საზღვრებთან კი – 50 ათასი

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ამ ეტაპზე 12 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება, ხოლო თუ მათ 29 ათას სამხედროს დავამატებთ, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი, გენერალი ბენ ხოჯესი.
გენერლის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის სიახლოვეს კიდევ 50 ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში მათი ჩარევა სავალდებულო გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები