დონეცკის მაღაროში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, 45 კი დაიკარგა

დონეცკის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, 45 -ის ბედი კი ამ დრომდე უცნობია, რადგან მათი პოვნა ვერ ხერხდება. პროფკავშირების წარმომადგენლის მიხეილ ვოლინეცის განცხადებით, აფეთქება დღეს დილით, 1230 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების დროს მაღაროში  207 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისათვის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები