აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით ახანგრძლივებს

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული ადამიანების ქმედებები და პოლიტიკა უკრაინაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას უშლის ხელს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და, რაც მთავარია, უსაფრთხოებას. თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები ეროვნულ უსაფრთხოებას და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები