“კავკაზცენტრი” ბორის ნემცოვის მკვლელების ვინაობებს ასახელებს

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის რეალური მკვლელი კუზენ კადიროვი და ადამ დელიმხანოვია, ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “კავკაზცენტრი” ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაძლო მკვლელები მოსკოვში იმყოფებიან და თავს არხეინად გრძნობენ, რადგანაც მათ საკმარისი ალიბი აქვთ იმისათვის, რომ სამართალდამცავებმა ისინი ნემცოვის მკვლელობაში არ დაადანაშაულონ. წყარო იუწყება, რომ მკვლელების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ის არის, რომ საზოგადოებამ იფიქროს, თითქოს ნემცოვის მკვლელობა პუტინის დისკრედიტაციისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა რეალური დამკვეთი მართლაც ის არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები